ლუიზა დიოგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა დიოგუ
ლუიზა დიოგუ
მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 16 იანვარი, 2010
პრეზიდენტი  ჟოაკიმ ჩისანო,
არმანდუ გებუსა
წინამორბედიპასკუალ მოკუმბი
მემკვიდრეაირეს ალი

დაბადებული11 აპრილი, 1958

ლუიზა დიოგუ (პორტ. Luísa Dias Diogo; დ. 11 აპრილი, 1958) — მოზამბიკის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, რომელსაც თანამდებობა ეკავა 2004-2010 წწ.

1983 წელს დაამთავრა ედუარდ მონდლანეს უნივერსიტეტი მაპუტუში. 1980 წლიდან მუშაობდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში. 1994 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.

ჟურნალ ფორბსის 2007 წლის აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ დაიკავა 87-ე ადგილი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს შორის[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]