ლუდივინ სანიე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდივინ სანიე
Ludivine Sagnier
Ludivine Sagnier Cannes 2010 2.jpg
ლუდივინ სანიე კანის კინოფესტივალზე, 2010 წელი
დაბადების სახელი ლუდივინ სანიე
დაბადების ადგილი ლა სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი
დაიბადა 3 ივლისი, 1979
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
შემოქმედების წლები 1989–დღემდე

ლუდივინ სანიე (ფრანგ. Ludivine Sagnier; დ. 3 ივლისი, 1979, ლა სალ-სენ-კლოდი, იველინი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი და მოდელი. სანიე ნომინირებული იყო სეზარის პრემიაზე მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმებში: „აუზი“ და „საიდუმლო“.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ლუდივინ სანიე დაიბადა 1979 წლის 3 ივლისს. დედამისი ექს მდივანია, ხოლო მამამისი პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი.[1] ლუდივინ სანიემ თეატრალურ კურსებზე გამოსვლები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი კინოკარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს, როდესაც იგი გადაიღეს ფილმში „ქმრები, ცოლები, საყვარლები“. იმ მომენტისთვის ლუდივინ სანიე მხოლოდ 8 წლისა იყო.

ერთი წლის შემდეგ, სანიე ისევ იღებს როლს კინოში. ამჯერად მონაწილეობა მიიღო ფილმში „სირანო დე ბერჟერაკი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე. შემდეგ როლი მიიღო სერიალში. 1990-იან წლებში უმეტესწილად სერიალებში მონაწილეობდა. ამავე წლებში ეპიზოდური როლები მიიღო რამდენიმე კინოფილმში. 2000 წლის შემდეგ იგი რეგულარულად იღებს კინოში როლებს. 2000 წელს ითამაშა ფრანსუა ოზონის ფილმში „წვიმის წვეთები გაბზარულ კლდეებზე“. 2002 წელს გამოდის ცნობილი ფილმი „8 ქალბატონი“, 2003 წელს „აუზი“.

ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი როლი მიიღო ფილმში „ქვეყნის პირველი მტერი № 1: ლეგენდა“, სადაც მოთხრობილია ლეგენდარულ მძარცველსა და საზოგადოდ ცნობილ ჟაკ მერინზე.

სამსახიობო ამპლუა: დრამა, კომედია, მელოდრამა.

[რედაქტირება] პრემია

[რედაქტირება] ნომინაცია

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

  • ლუდივინ სანიე სიმაღლეში 1.60 სმ-ია;
  • აქტიურად ღებულობს მონაწილეობას ფოტოსესიებში;
  • სორბონში დაამთავრა ფილოლოგიური ფაკულტეტი.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1989 ქმრები, ცოლები, საყვარლები
1990 სირანო დე ბერჟერაკი
1999 რემბრანდტი
1999 საუკუნის შვილები
2000 წვიმის წვეთები გაბზარულ კლდეებზე
2002 8 ქალბატონი
2003 აუზი
2003 პატარა ლილი
2003 პიტერ პენი
2005 ავანტიურა
2006 მე შენ მიყვარხარ პარიზო
2007 სიმღერები სიყვარულზე
2007 მოლიერი
2008 ოჯახური საიდუმლო
2008 ქვეყნის პირველი მტერი № 1: ლეგენდა
2010 კრიმინალური სიყვარული
2011 ეშმაკის ორეული

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Tang, Jean (6 July 2003). MORE THAN MEETS THE EYE. The Boston Globe.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე