ლუდვიგ I (ბადენის დიდი ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ I
Ludwig I. von Baden
ბადენის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1818
მმართ. დასასრული: 1830
წინამორბედი: კარლ ლუდვიგ ფრიდრიხი
მემკვიდრე: ლეოპოლდ ფონ ბადენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1763 წლის 9 თებერვალი
დაბ. ადგილი: კარლსრუე (ბადენ-დურლახის სამარკგრაფო)
გარდ. თარიღი: 1830 წლის 30 მარტი
გარდ. ადგილი: კარლსრუე (ბადენის დიდი საჰერცოგო)
დინასტია: ცერინგენები
მამა: კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი
დედა: კაროლინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტი

ლუდვიგ I (გერმ. Ludwig I. von Baden; დ. 1763 წლის 9 თებერვალი, კარლსრუე — გ. 1830 წლის 30 მარტი) — ბადენის დიდი საჰერცოგოს დიდი ჰერცოგი 1818 წლის 8 დეკემბრიდან. ჰერცოგ კარლ-ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, კაროლინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტის მესამე შვილი. 1818 წელს მან მემკვიდრეობა მიიღო თავისი ნათესავისგან, კარლ-ლუდვიგისაგან, რადგან მას მამრობითი სქესის მემკვიდრე არ დარჩენია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგი, პრუსიის არმიის რიგებში ყოფნის დროს მონაწილეობდა 1792 წლის პირველი კოალიციის ომში.

1818 წელს, ლუდვიგი თავისი ნათესავის, კარლის მემკვიდრე გახდა და ტახტზე ასვლის თანავე დაკავდა ბადენის ფინანსების რეგულირებით, მოაწესრიგა ეკლესიასთან დამოკიდებულება, მაგრამ ძირითადად, ყურადღება არმიაზე გაამახვილა.

1825 წელს, ლუდვიგმა დააარსა კარლსრუეს უნივერსიტეტი (დღესდღეობით, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი), რომელიც ითვლება უმაღლეს ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებად გერმანიაში და მეოთხედ ევროპაში (პრაღის, პარიზისა და ვენის ტექნიკური უნივერსიტეტების შემდეგ).

აგრეთვე ის თანამშრომლობდა არქიტეტქორ ფრიდრიხ ვაინბრენერთან, რომელმაც კარლსრუეში ააშენა მრავალი კლასიკური შენობა და ასევე კარლსრუეს პირამიდა.

1830 წელს, უშვილო ლუდვიგი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა თავისი ძმა — ლეოპოლდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Annette Borchardt-Wenzel. Die Frauen am badischen Hof. 388 S. 25 s/w. — München: Abb. Piper Verlag, 2003. — ISBN 3-492-23696-0, EAN: 9783492236966.
  • Uwe A. Oster. Die Großherzöge von Baden (1806—1918). 239 S. 8 farbige Bildseiten, ca. 35 Textabbildungen. — Regensburg: Verlag Friedrich Pustet, 2007. — ISBN 3-7917-2084-8, EAN: 9783791720845.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]