ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი

ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი (გერმ. Carl Joachim Friedrich Ludwig Achim von Arnim) (დ. 26 იანვარი, 1781, ბერლინი — გ. 21 იანვარი, 1831, ვიპერსდორფი), გერმანელი მწერალი, რომანტიკოსთა ჰაიდელბერგის წრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

კ. ბრენტანოსთან ერთად არნიმმა შეკრიბა, დაამუშავა და გამოსცა გერმანულ ხალხურ სიმღერათა სამტომეული "ყმაწვილის ჯადოსნური საყვირი"(1806-1808). მასვე ეკუთვნის რომანი "გრაფის ქალ დოლორესის სიღარიბე, სიმდიდრე, დანაშაული და მონანიება" (ტ. 1-2, 1810), დაუმთავრებელი ისტორიული რომანი "გვირგვინის მცველნი"(ტ. 1-2, 1817-54), ნოველები "იზაბელა ეგვიპტელი"(1812), "შმაგი ინვალიდი რატონოს ფორტზე" (1818). არნიმის თხზულებებში განდიდებულია ფეოდალური წარსული; ზოგ მათგანში რეალისტური ასახვის ტენდენციაც შეიმჩნევა. არნიმი პიესებსაც წერდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 582, თბ., 1975


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე