ლუბლინის უნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუბლინის უნია

ლუბლინის უნია — შეთანხმება პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ, რეჩ პოსპოლიტად (Rzeczpospolita, სიტყვასიტყვით - რესპუბლიკა), გაერთიანების შესახებ. უნიის საკითხის განხილვა დაიწყო 1569 წელს ლუბლინში პოლონეთისა და ლიტვის ფეოდალთა საერთო სეიმზე. ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიტვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიტვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის პოლონეთის სამეფოსთან შეერთება; ლივონია ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიტვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა:შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიტვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]