ლუბარტის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუბარტის ციხესიმაგრის მთავარი შესასვლელი

ლუბარტის ციხესიმაგრე, ლუცკის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე ქალაქ ლუცკში. ქალაქის სიმბოლო და მისი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა.

ციხესიმაგრე ააგო ლიტვის დიდ მთავარ გედიმინასის შვილმა ლუბარტ გედიმინოვიჩმა XIV საუკუნეში. იგი დაქორწინდა ადგილობრივი თავადის შვილზე და მიიღო მართლმადიდებლობა. ლუბარტის ციხესიმაგრე იმ მცირერიცხოვანი არქიტექტურის ძეგლებს განეკუთვნება, რომელიც აგებულია ლიტვის დიდი სამთვროს პერიოდში და დღემდეა შემონახული.

2011 წელს შეიყვანეს უკრაინის შვიდი საოცრების შემადგენლობაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 7 чудесних замків, фортець та палаців визначено. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-03. ციტირების თარიღი: 2015-05-26.