ლუანგვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუანგვა
ინგლ. Luangwa River
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სათავე 9°40′52″ ს. გ. 33°06′40″ ა. გ. / 9.68111° ს. გ. 33.11111° ა. გ. / -9.68111; 33.11111
სათავის მდებარეობა მაფინგა ჰილზის მაღლობი ნიასას ტბის ჩრდილოეთ დაბოლოებასთან ახლოს
შესართავი უერთდება მდინარე ზამბეზის ქალაქ ლუანგვასთან
15°37′12″ ს. გ. 30°25′16″ ა. გ. / 15.62000° ს. გ. 30.42111° ა. გ. / -15.62000; 30.42111
სიგრძე 770 კმ
აუზის ფართობი 145 700 კმ²
ლუანგვა — ზამბია
ლუანგვა
ლუანგვა
— სათავე, — შესართავი
ლუანგვა ვიკისაწყობში

ლუანგვა (ინგლ. Luangwa River) — მდინარე აფრიკაში, ზამბეზის მარცხენა შენაკადი.

სიგრძე დაახლოებით 770 კმ, აუზის ფართობი 145 700 კმ². სათავეს იღებს ნიასას ტბის ჩრდილოეთი დაბოლოების დასავლეთიდან, უერთდება მდინარე ზამბეზის ქალაქ ლუანგვასთან. მიედინება ზამბიის ტერიტორიაზე, მდინარის ქვემო დინება სახელმწიფო საზღვარია ზამბიასა და მოზამბიკს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მდინარეა სამხრეთ აფრიკაში და მდინარე ზამბეზის ერთ-ერთი მთავარი შენაკადია.

მდინარე ძირითადად წვიმის წყლით იკვებება. წვიმების სეზონში (დეკემბრიდან მაისის ჩათვლით) ხდება ადიდება, მშრალ სეზონში ძალიან შრება.

მდინარის დინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუანგვის სათავე მდებარეობს მთიან ადგილას მაფინგა ჰილზის რაიონში ზამბიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მალავის საზღვარზე ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის ზედა ნაწილში წყალი მოედინება სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით ფართე ხეობაში. სათავიდან 150 კმ-ში მდინარის წყლის ზედაპირის დონე ეცემა 650 მეტრის დონეზე; იქ მდინარე ხდება საკმაოდ დაკლაკნილი. ადიდების დროს ის ტბორავს დიდ ფართობებს და ქმნის მრავალ ნამდინარევს. ქალაქ მფუვესთან (ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი მდინარის ზედა და შუა დინებაში) მდინარის წყლის ზედაპირის დონეა — 520 მეტრი. მდინარის ჭალა ამ მონაკვეთზე გამოირჩევა დიდი ქვიშოვანი დანალექებით. ადიდების დროს გამოწვეული დატბორილი ადგილების სიგანე ზოგჯერ აღწევს 10 კმ-ს. მაგრამ მშრალ სეზონზე იგი ზოგჯერ მთლიანად შრება.[1]

დაახლოებით 500-ე კმ-ში მდინარის ხეობა მნიშვნელოვნად ვიწროვდება და გრძივი მთის ქედით იყოფა ორ პარარელულ ნაწილად. ხეობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოედინება მდინარე ლუკუსაში. აქ ლუანგვა ხდება გაცილებით უფრო ნაკლებად დაკლაკნილი.

დაახლოებით 600-ე კმ-ში ლუანგვა შედის ვიწრო ხეობაში, სადაც სიმაღლე ბორცვებსა და მდინარეს შორის 200 მეტრამდეა. კიდევ დაახლოებით 100 კმ-ის შემდეგ ლუანგვას მარცხნიდან უერთდება მისი მთავარი შენაკადი — ლუკუსაში, ხოლო შემდეგ მდინარე უხვევს სამხრეთით, სადაც ხდება სასაზღვრო მდინარედ ზამბიასა და მოზამბიკს შორის. ლუანგვა უერთდება მდინარე ზამბეზის ქალაქ ლუანგვასთან რამდენიმე კმ დინების შემდეგ დაბლობ, ქვიშოვან ადგილას.

ლუანგვა მთელ სიგრძეზე — მოსახლეობისთვის წყლის მთავარი წყაროა. ზოგიერთ მონაკვეთებში ლუანგვა ვარგისია ნაოსნობისათვის. ზედა და შუა დინებაში მდინარის ხეობა დასახლებულია საკმაოდ იშვიათად, ქვედა დინებაში — გაცილებით უფრო მჭიდროდ.

ლუანგვის ხეობის ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუანგვის ზედა და შუა დინების ხეობა საკმაოდ სუსტადაა ათვისებული, ამიტომ ფაუნა და ფლორა კარგადაა შენარჩუნებული. მდინარე საკმაოდ მდიდარია თევზით, რომელსაც აქტიურად იჭერს ადგილობრივი მოსახლეობა. იქთიოფაუნა წარმოდგენილია ლოქოს და ციხლიდების რამდენიმე სახეობებით. როგორც თვითონ მდინარეში, ასევე ნამდინარევში ხშირად გვხვდება ორგვარადმსუნთქავი თევზი პროტოპტერუსი.

შუა დინებაში მდებარეობენ მსხვილი ეროვნული პარკები — სამხრეთი ლუანგვა და ჩრდილოეთი ლუანგვა და რამდენიმე სანადირო რეზერვატი, მდიდარი ფაუნით (ანტილოპები, ზებრები, ლომები, ჯიქები, აფრიკული კამეჩები, სავანის სპილოები). შუა ლუანგვის ხეობაში ბინადრობენ ბეჰემოთების და ნილოსის ნიანგების საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოპულაციები. გამორჩეულად მდიდარია ფრინველთა სამყარო (გვხვდება ყარყატების, ყანჩების, ივეოსების, წეროების ბევრი სახეობა). მთლიანობაში, ამ ადგილას ბინადრობს 60 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვარი და ფრინველთა დაახლოებით 400 სახეობა. ცხოველთა სამყაროს კარგი შენარჩუნება ეროვნულ პარკებში იზიდავს ტურისტების დიდ რაოდენობას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Christine Eckstrom. Waiting for Thunder. In Zambia's Luangwa Valley, rain and river create a wildlife stronghold.. National Geographic Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 26 мая 2010.