ლოხ-ლომონდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოხ-ლომონდი
ლოხ-ლომონდი
ლოხ-ლომონდი
კოორდინატები: 56°05′ ჩ. გ. 4°34′ დ. გ. / 56.083° ჩ. გ. 4.567° დ. გ. / 56.083; -4.567
მდებარეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 7,6 
სიგრძე 39 კმ
სიგანე კმ
ფართობი 71 კმ²
მოცულობა 2.6 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 190 
საშუალო სიღრმე 37 

ლოხ-ლომონდი მდებარეობა გაერთიანებული სამეფო

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ლოხ-ლომონდი (ინგლ. Loch Lomond) — ტბა დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 7,6 მ სიმაღლეზე. შოტლანდიის უდიდესი ტბა. ფართობი 71 კმ². მაქსიმალური სიღრმე 190 მ. მდებარეობს გრამპიანის მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც ჩაღრმავებულია ძველი მყინვარის მიერ. სამხრეთ ნაწილში ბევრია კუნძული, რომელთაგან ყველაზე დიდია კუნძული ინჩმარინი. ფართოვდება სამხრეთისაკენ და ღებულობს სამკუთხედის ფორმას. ჩრდილოეთით აღმართულია თოვლით შემოსილი მთები, რომლებიც 900 მ-მდე მაღლდებიან, სამხრეთით უფრო ნაზი ბორცვებია. ტბის სანაპიროზე არის დასახლებული პუნქტები. ინვერაგლასში არის ჰიდროელექტროსადგური. ლოხ-ლომონდი ადგილობრივ მკვიდრთა პუპულარული კურორტია. განვითარებულია მეთევზეობა, ნაოსნობა. 2002 წლიდან ტბა ეროვნული პარკის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]