ლოტი (ხელსაწყო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოტი (ჰოლ. lood) — სანავიგაციო ხელსაწყო; იყენებენ გემის ბორტიდან წყლის სიღრმის გასაზომად. განასხვავებენ ხელის, მექანიკურ და ჰიდროაჯუსტიკურ ლოტებს. ხელის ლოტი შედგება კონუსის ფორმის ტყვიის ან თუჯის საწონისაგან, რომლის წვეროზე მიბმულია გვარლი, რომელიც დაყოფილია მეტრებად. მისი ნაწილები კი დაყოფილია ლხვადალხვა ფერისა და ფორმის მარკებით. ხელის ლოტით შეიძლება 50 მ-მდე სიღრმის გაზომვა. მექანიკური ლოტის მოქმედების პრინციპი ემყარება ჰიდროსტატიკური წნევის გაზომვას მილში, რომლის ერთი ბოლო დარჩილულია, მეორე ბოლო კი წყალშია ჩაშვებული. მექანიკური ლოტით ზომავენ 10-იდან 200 მ-მდე სიღრმეს. დიდი ლიღრმის გასაზომ ლოტს, რომელლაც ოკეავოგრაფიულ გემებზე იყევებენ, ეწოდება სიღრმესაზომი მანქანა.

ლიტერატურა[რედაქტირება]