ლოროპენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოროპენის ნანგრევები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა ბურკინა-ფასო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 10°18′00″ ჩ. გ. 3°32′00″ დ. გ. / 10.30000° ჩ. გ. 3.53333° დ. გ. / 10.30000; -3.53333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2009  (33-ე სესია)
ნომერი 1225
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1225
რუს.ინგლ.ფრ.

ლოროპენი — ბაზრობების ქალაქი სამხრეთ ბურკინა-ფასოში. ადგილობროვი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ევროპელებამდელ ქვის ნანგრევებს, რომელთა შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ერთი თეორიის მიხედვით, ისინი წარმოადგენდნენ შიდა ეზოს გალავანს, რომელიც კაან იას (კაანის ხალხის უმაღლესი მმართველი) ეკუთვნოდა. მეორე ვერსიით, ის მონების დასაჭერი ადგილი იყო.

2009 წელს ლოროპენის ნანგრევები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა და იგი მისი პირველი ძეგლია ბურკინა-ფასოდან. ლოროპენი გამაგრებული დასახლების საუკეთესოდ შემონახული ნიმუშია მთელს დასავლეთ აფრიკაში, რომელიც როგორც ჩანს, ბოლო 7 საუკუნის განმავლობაში ასევე დაკავშირებული იყო ოქროს მოპოვებასთან. მისი ზომებისა და მასშტაბების გათვალისწინებით, ლოროპენი საკმაოდ განსხვავდება მეზობელი რეგიონების კედელშომორტყმული სხვა ქალაქებისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]