ლოპოტა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 33 კმ კმ |
| აუზის ფართობი | 263 კმ² კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კახეთის კავკასიონი |
| ჩაედინება | ალაზანი |
| ქვეყნები | |
ლოპოტა – მდინარე ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 263 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ. ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 291, თბ., 1983 წელი.
სტატიის