ლოოსიოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოოსიოსი
ლოოსიოსის ხეობა
ლოოსიოსის ხეობა
დახასიათება
სიგრძე 23 კმ
წყლის ნაკადი
სათავე ლიკოჩკორთან ახლოს
ჩაედინება ალფეოსი
ქვეყნები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

ლოოსიოსი (ბერძნ. Λούσιος) — მდინარე და ხეობა საბერძნეთში. მდინარე ლოოსიოსის სიგრძე 23 კმ-ია. ერთვის ალფეოსს. მიედინება დასავლეთ არკადიაში. დინების სათავე ლიკოჩკორთან ახლოს მდებარეობს. დამახასიათებელია სწრაფი დინება.

ხეობა (სიგრძე 15 კმ, სიგანე 2 კმ) ვრცელდება მერიდიანული მიმართულებით. ხეობის (კანიონის) ვიწრო მონაკვეთი სიღრმეში ადილ-ადგილ 300 მ აღწევს. ხეობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. წარსულში მდინარის ხეობაში ჩნდებოდა ხშირი დასახლებები, შუა საუკუნეებში აქ ააშენეს მონასტრები, ფერდობებზე არის მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლები.

ლოოსიოსი ალტერნატიული ტურიზმის შესანიშნავი ადგილია, აქ ხშირად იმართება სამოყვარულო რაფტინგები.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]