ლონლი პლანეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორინ და ტონი ვილერები, „ლონლი პლანეტის“ დამაარსებლები.

ლონლი პლანეტი (ინგლ. Lonely Planet) არის მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო მეგზურებისა და ციფრული მედიის გამომცემლობა. 2007 წლიდან, კომპანიას აკონტროლებს BBC Worldwide, რომელიც ფლობს წილების 75%-ს, როდესაც დამაარსებლები, მორინ და ტონი ვილერები მხოლოდ დარჩენილ 25%-ს ფლობენ. 2009 წლის ივლისში, ორიგინალი სახელი „ლონლი ფლანეთ ფაბლიქეიშენსი“ (ინგლ. Lonely Planet Publications) კომპანიამ შეცვალა „ლონლი ფლანეთით“ (Lonely Planet). ლეთს გოუ თრაველ გაიდსის (Let's Go Travel Guides) შემდეგ, სამოგზაურო წიგნთა ერთ-ერთი პირველი სერიები იყო ბექპეკერებისა და სხვა იაფად მოგზაურთათვის გათვლილი.

ლონლი პლანეტს აგრეთვე აქვს თავისი ტელეკომპანია, რომელიც უშვებს მრავალ სერიას: Lonely Planet Six Degrees, The Sport Traveller, Going Bush, Vintage New Zealand, Bluelist Australia and Lonely Planet: Roads Less Travelled. ლონლი პლანეტის მთავარი ოფისი მელბურნის გარეუბან - ფუთსკრეიშია (ავსტრალია).

2009 წელს კომპანიამ გაერთიანებული სამეფოში დაიწყო ყოველთვიურ ჟურნალ Lonely Planet Magazine-ის გამოშვება და 2010-დან გამოდის ინდური[1] და არგენტინული[2] გამოცემებიც.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Kareena & Saif launch Lonely Planet Magazine. Sify.com. წაკითხვის თარიღი: 2010-08-24.
  2. Eva Paris 13 de mayo de 2010. (1999-02-22)La revista Lonely Planet estrena ediciĂłn argentina. Diariodelviajero.com. წაკითხვის თარიღი: 2010-08-10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]