ლონდონის ხელშეკრულება (1839)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლონდონის ხელშეკრულება, 1839)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლონდონის ხელშეკრულება.

1839 წლის ლონდონის ხელშეკრულება (The Treaty of London of 1839), ასევე ცნობილი როგორც 1839 წლის კონვენცია ხელმოწერილ იქნა 1839 წლის 19 აპრილს. ამ შეთანხმებით ევროპის სუპერქვეყნებმა ბელგიის დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა სცნეს. შეთანხმების ისტორიული მნიშვნელობა იყო მუხლი VII, რომლის მიხედვით ბელგიას ნეიტრალურობა უნდა დაეცვა; ეს ნეიტრალურობა ხელმომწერ ძალათა მიერ დაცული იქნებოდა ბელგიაზე აგრესიის შემთხვევაში.

ტერიტორიული შედეგები[რედაქტირება]

1815 წლიდან ბელგია ნიდერლანდის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. შეთანხმებით ნიდერლანდის სამხრეთი პროვინციები ბელგიის სამეფო გახდა, ხოლო ლიმბერგის პროვინცია კი ჰოლანდიამ და ბელგიამ გაინაწილეს. იგივე ბედი ეწია ლუქსემბურგის დიდ საგრაფოს, რომელიც თავის მხრივ გაიყო ბელგიურ ნაწილად და ამჟამინდელ დიდ საგრაფოდ, რომელიც პირადი გაერთიანების ქვეშ იყო ნიდელანდთან მეფე უილიამ III-ის ქვეშ 1867 წლამდე. ზეეუს-ვლაანდერენი ჩამოერთვა ბელგიას და გახდა ჰოლანდიური პროვინცია ზეელანდი, ვინაიდან ჰოლანდიელებს არ სურდათ ბელგიელებთან გაეყოთ შელდტის უბის კონტროლი. ნაცვლად, ჰოლანდიას თავისუფალი ნავიგაციის ნება უნდა მიეცა ბელგიელებისთვი შელდტზე ანტვერპენის პორტში მისასვლელად.

ლონდონის შეთანხმებამ ბელგიას ასევე გარანტია მისცა ჰოლანდიის ტერიტორიაზე რკინიზგითა და არხებით ტრანზიტის უფლებაზე გერმანულ რურთან მისასვლელად. ეს ფაქტი აქტუალური გახდა ისევ 2005 წელს. ამ წლის 24 მაისს არბიტაჟის პერმანენტულმა სასამართლომ დაუკანონა ეს უფლება ბელგიას ჰოლანდიის იჯზერენ რიჯნ (რკინის რაინი) სარკინიგზო ხაზზე.

შეთანხმების მნიშვნელობა[რედაქტირება]

ბელგიის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მიღწეულ იქნა ცხრა წლიანი დროგამოშვებითი ომებისა და ბელგიის რევოლუციის შედეგად. ხელშეკრულების ხელმომწერებმა (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, საფრანგეთი, პრუსია, რუსეთი და ნიდერლანდი) ამჯერად ოფიციალურად სცნეს ბელგიის სამეფოს დამოუკიდებლობა და დიდი ბრიტანეთის დაჟინებით შეთანხმდნენ მის ნეიტრალურობაზე.

ხელშეკრულება მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო, განსაკუთრებით მისი როლით პირველ მსოფლიო ომში. როცა გერმანია 1914 წელს ბელგიას დაესხა თავს ხელშეკრულების დარღვევით, ბრიტანეთმა მას საპასუხოდ ომი გამოუცხადა 4 აგვისტოს. ეს ცნობა გერმანიის ხელმძღვანელობას გადასცა ბრიტანეთის ელჩმა. ამ შეტყობინების გამო გერმანიის კანცლერს თეობალდ ფონ ბეთმან-ჰოლვეგს განცვიფრების დამალვა ვერ მოუხერხებია, ვინაიდან უჭირდა იმის დაჯერება, რომ რაღაც ”ქაღალდის ნაგლეჯის” გამო ბრიტანეთი გერმანიას ომს გამოუცხადებდა.

თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით ბრიტანეთის მიერ გერმანიისთვის ომის გამოცხადებად ეს ზავი მხოლოდ საბაბი თუ შეიძლება ყოფილიყო, რადგან ეს ლოგიკური შედეგი იყო იმდროინდელი გერმანულ-ბრიტანული დაძაბული ურთიერთობებისა და ფრანკო-ბრიტანული ანტანტის კორდიალისა (მეგობრული ურთიერთგაგების შეთანხმება).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]