ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლოკომოტივი (თბილისი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოკომოტივი თბილისი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი
ლოკომოტივი თბილისი
დაარსდა 1936
სტადიონი მიხეილ მესხის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 24,680)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ლექსო თოფურია
მწვრთნელი საქართველოს დროშა გელა სანაია
ლიგა პირველი ლიგა
2009-10 მე-9 (დაქვეითდა)
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ლოკომოტივი თბილისი – საფეხბურთო კლუბი თბილისში, დაარსდა 1936 წელს. უეფა-ს თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1999 წელს (C3, სეზონი 1999/2000).

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

“ლოკომოტივი” დაარსდა 1936 წელს. გამოდიოდა ომც ”ლოკომოტივის” (1988-89), ”მერანის” (1990-93), ”მერანი-ბაჩოს” (1993-95) სახელწოდებით. თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), I (1939, 1946-48, 1959-70), II (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის I ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 02, 05) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება).

[რედაქტირება] სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი "ლოკომოტივი". აქ ტარდება შეჯიბრებები ფეხბურთსა და მსუბუქ ათლეტიზმში. საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივის" საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.

[რედაქტირება] ტიტულები

საქართველოს თასი:2000,2002,2005

[რედაქტირება] ლოკომოტივის მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2009 — საქართველოს დროშა გელა სანაია
2007 — 2009 საქართველოს დროშა გიორგი კიკნაძე
2006 — 2007 საქართველოს დროშა ამირან მინაშვილი
2005 საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1936 — 2005

[რედაქტირება] ლოკომოტივის ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2008-09 ლევან ცქიტიშვილი საქართველოს დროშა საქართველო 6

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე