ლოზანის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოზანის მეტროპოლიტენი
Logo metro lausanne.jpg
ინფორმაცია
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქალაქი Coat of Arms of Lausanne.svg ლოზანა
გახსნის თარიღი 1991 წ.
ხაზის სიგრძე 7,8 კმ. + 5,9 კმ.
სადგურთა რაოდენობა 15 + 14
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ლოზანის მეტროპოლიტენილოზანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, ერთად-ერთი მეტროპოლიტენი შვეიცარიაში. ხაზს М1 მსუბუქ მეტროს უწოდებენ, ხაზი M2 კი მეტროპოლიტენის ავტომატიზებული ხაზია. 2008 წელს M2-ის გახსნის შემდეგ ლოზანა მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქია, სადაც სრულფასოვანი მეტროპოლიტენია გაყვანილი.

მეტროპოლიტენის ექსპლუატაციას ორგანიზაცია Transports publics de la région lausannoise ახდენს, რომელიც ქალაქში ავტობუსებისა და ტრამვაის ექსპლუატაციასაც ეწევა. ამიტომ, მეტროს სატარიფო სისტემა უნიფიცირებულია ქალაქის ტრანსპორტის სხვა სახეობებთან. მეტროპოლიტენში ტურნიკეტები არ დგას.

ისტორია[რედაქტირება]

ხაზი M1 1991 წლის 24 მაისს გაიხსნა. თავდაპირველად ეწოდა "სამხრეთ-აღმოსავლეთის ლოზანის ტრამვაი" (ფრ Tramway du Sud-Ouest lausannois, TSOL), მოგვიანებით კი მეტროპოლიტენი უწოდეს. ხაზზე ბევრი შლაგბაუმიანი გადასასვლელია (ამგვარად, ხაზი მეტროს ისეთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა სრული სერგეგირებულობა ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან). ამის მიუხედავად, ავტორიტეტულ პორტალზე urbanrail.net ლოზანის მეტრო აღნიშნულია, როგორც სრულფასოვანი მეტროპოლიტენი.

M1-ის სიგრძე 7,8 კმ-ია და ქალაქის ცენტრს ახლომდებარე დაბებთან აკავშირებს. ხაზზე სამი მიწისქვეშა სადგურია. ლიანდაგების დიდი ნაწილი მიწაზეა დაგებული, თუმცა, გარკვეულ მონაკვეთებში ესტაკადებზეც გადის. ზახი მეტწილად ცალლიანდაგიანი სადგურებთან გასაყრისი მონაკვეთებით. ხაზზე მოძრაობის დაახლოებითი დრო 19 წუთია, მოძრაობებს შორის ინტერვალი 9-10 წუთი, შაბათ-კვირას კი 20 წუთი. ლიანდაგების სიგანე 1435 მმ-ია. ხაზზე 15 სადგურია. ლოზანაში მეტროს საბოლოო სადგური საქალაქო ცალლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო სადგურთან არის შერწყმული, რომელიც ორდონიანია. Linie Lausanne M1.svg

სადგური თავისებურებანი ფოტო
Lausanne-Flon Flon-p1030659.jpg
Vigie TSOL-p1030587.jpg
Montelly Lausanne Montelly metro.jpg
Provence
Malley
Bourdonnette
UNIL-Dorigny
Mouline
UNIL-Sorge
EPFL EPFL-p1010381.jpg
Bassenges
Cerisaie CerisaieM2.JPG
Crochy Crochy.jpg
Epenex
Renens CFF Lausanne metro Renens CFF.jpg


ხაზი M2 — მეტროპოლიტენის მეორე ხაზი შვეიცარიის ტრანსპორტის მინისტრისა და ქალაქის ხელმძღვანელობის თანდასწრებით 2008 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა, 18-21 სექტემბერს უფასოდ იმუშავა, დაიხურა და საბოლოოდ იმავე წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. მეორე ხაზის წინამორბედი 1877 წელს გახსნილი ქალაქის ფუნიკულიორი იყო. 1959 წელს ფუნიკულიორის ხაზი გადაკეთდა კბილანებიან რკინიგზად, რომელსაც ოფიციალურად მეტრო ეწოდა. ზახის ნახევარზე მეტი მიწის დონეზე, მწვანე კორიდორში გადიოდა.

კბილანებიანი რკინიგზა 2006 წელს დაიხუტა მეტროდ გადასაკეთებლად. მოძრავი შემადგენლობა ქალაქ ვილარ-დე-ლანს მიჰყიდეს იქმშენებარე კბილანებიანი რკინიგზისთვის.

М2-ის პროექტი 2001 წელს იქნა შემუშავებული. 2002 წელს რეფერენდუმზე მოიწონეს და დაფინანსდა კიდეც.


MetroLausanne map.png
სადგური ახალი/არსებული განლაგება გაჩერების დრო
Ouchy არსებული მიწისზედა, გაიხსნა 70"
Jordils არსებული მიწისზედა, გაიხსნა 25"
Délices ახალი მიწისზედა, დახურულ შენობაში 25"
Montriond დაიხურა მიწისზედა, გაიხსნა -
Grancy ახალი მიწისზედა, გაიხსნა 25"
Gare CFF არსებული მიწისქვეშა 35"
Flon არსებული მიწისქვეშა 35"
Riponne ახალი მიწისქვეშა 35"
Bessières ახალი მიწისქვეშა 25"
Ours ახალი მიწისქვეშა 35"
CHUV ახალი მიწისქვეშა 35"
La Sallaz ახალი მიწისზედა, დახურულ შენობაში 35"
Fourmi ახალი მიწისქვეშა 25"
Vennes ახალი მიწისქვეშა 25"
Les Croisettes ახალი მიწისქვეშა 70"
Rame m2 lausanne.JPG

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]