ლოგოგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოგოგრამა (ბერძნ. λόγος « სიტყვა“ და γράμμα, „ასო“) — ერთი გრაფემა, რომელიც აღნიშნავს მთელ ლემას და არა მხოლოდ მისი ფონემების ერთ ნაწილს. უმეტეს შემთხვევაში ლოგოგრამაში არაფერი მიანიშნებს მის აღმნიშვნელზე (როგორ უნდა იქნას წარმოთქმული). ეს არის ერთი წერილობითი ნიშანი, რომელიც მთელ სიტყვას აღნიშნავს კონკრეტული ენისგან დამოუკიდებლად.

ლოგოგრამა, რომელიც რეალობის აბსტრაქტულ ელემენტს აღნიშნავს (როგორიცაა ცნება, ლემა, მორფემა) არის იდეოგრამა. ხოლო ნიშანი, რომელიც პირდაპირ, ხატვით წარმოადგენს რეალობის კონკრეტულ ელემენტს არის პიქტოგრამა.

ლოგოგრაფიკული სისტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტური იეროგიფები, რომლებიც დამწერლობის ლოგოგრაფიკულ სისტემას წარმოადგენს.

ლოგოგრაფიკული სისტემა დამწერლობის ყველაზე ძველი სისტემაა. მას იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთის, აზიის, სამხრეთ ამერიკის უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები, როგორებიცაა:

ევროპულ ენებში გამოყენებული ლოგოგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური დამწერლობის მქონე ევროპულ ენებში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ლოგოგრამები. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ხშირად გამოიყენება. ასეთებია, მაგალითად, არაბული ციფრები. მაგ. ლოგოგრამა 1 სხვადასხვა ენაში სხვადასხვა აღმნიშვნელს შეესაბამება: ფრანგულ ენაში un, une; ინგლისურში – one; ქართულში - ერთი და ა.შ. ასევეა სხვა ციფრების შემთხვევაშიც.

ციფრების გარდა ცნობილია სხვა ლოგოგრამებიც, როგორიცაა მაგ. & (ქართ. „და“, ინგლ. „and”, ფრანგ. „et“ და ა.შ); @ (ფრანგ. “chez”, ინგლ. “at”); € და ა.შ.

ლოგოგრამების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა ენის წარმომადგენლებისთვის ერთნაირად გასაგებია.