ლიხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლიხეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხეთი
კოორდინატები 42°36′23″ ჩ. გ. 43°14′05″ ა. გ. / 42.60639° ჩ. გ. 43.23472° ა. გ. / 42.60639; 43.23472
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 295[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლიხეთი — საქართველო
ლიხეთი
ლიხეთი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლიხეთი

ლიხეთისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აბარი, ურავი). მდინარე ლუხუნის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 820 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV საუკუნეების სამარხი.[2] მიკვლეულია აგრეთვე ფეოდალური ხანის მადნის სადნობი ღუმელი. ლიხეთის მახლობლად შემორჩენილია მეჭვრეთის სამონასტრო კომპლექსის (VIII-IX სს) ნანგრევები. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 295 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 491 236 255
2014[1] 295 157 138

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 199.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.