ლიუნევილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლიუნევილი (ფრანგ. Lunéville) — ქალაქი საფრანგეთში, ლოთარინგიის რეგიონში. მდებარეობს მდინარეების მერთისა და ვეზუზის შესართავთან, ქ. ნანსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კმ-ის დაშორებით.
1801 წელს ლიუნევილში ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.