ლიუდმილა გურჩენკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიუდმილა გურჩენკო
Людмила Гурченко
Ludmila Gurchenko.jpeg
ლიუდმილა გურჩენკო
დაბ. სახელი ლიუდმილა გურჩენკო
დაბ. ადგილი ხარკოვი, უკრაინა
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი 1935
გარდ. თარიღი 30 მარტი 2011
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1956–2010
მშობლები მამა - მარკ გურჩენკო დედა - ელენა სიმონოვა
საცხოვრებელი ადგილი მოსკოვი

ლიუდმილა მარკის ასული გურჩენკო (რუს. Гурченко, Людмила Марковна; დ. 12 ნოემბერი 1935, ხარკოვი — გ. 30 მარტი 2011, მოსკოვი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. ესტრადის მომღერალი. სსრკ სახალხო არტისტი (1983). რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლიუდმილა მარკის ასული გურჩენკო დაიბადა 1935 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ხარკოვში მარკ გურჩენკოსა (1898-1973) და ელენა სიმონოვა-გურჩენკოს ოჯახში (1917-1999). სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მოსკოვს გაემგზავრა და ჩააბარა ს. გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიულ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს.

გურჩენკოს კინოდებიუტი შედგა ფილმში „სიმართლის გზა“ (1956). ამავე წელს გამოდის ელდარ რიაზანოვის „კარნავალის ღამე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს იგორ ილინსკიმ და ლიუდმილა გურჩენკომ. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა.

მოგვიანებით გამოდის ფილმი „გოგონა გიტარასთან ერთად“. შემდეგ წლებში გამოვლინდა გურჩენკოს სამსახიობო ნიჭი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ვიქტორ ტრეგუბოვიჩის კინო „ძველი კედლები“, სადაც შეასრულა ანა გიორგის ასულის როლი. მნიშვნელოვანია გურჩენკოს კინოროლები ლეონიდ კვინიხიძის ფილმში „ჩალის ქუდი“ და აგრეთვე ელდარ რიაზანოვის ცნობილ ფილმში „ვაგზალი ორისთვის“, სადაც მისი პარტნიორი ოლეგ ბასილაშვილი იყო.

სხვადასხვა დროს გურჩენკო 5-ჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე იყო სცენარისტი და ისტორიკოსი ბორის ანდრონიკაშვილი. მეორეჯერ იქორწინა მსახიობ ალექსანდრე ფადეევზე. აგრეთვე ქორწინებაში იმყოფებოდა იოსებ კობზონთან, კონსტანტინე კუპერვეისთან, სერგეი სენინთან.

2011 წლის 14 თებერვალს გურჩენკომ საკუთარ სახლთან თეძო მოიტეხა. მეორე დღეს მას ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. რამდენიმე დღეში იგი გამოწერეს. თუმცა 30 მარტს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, რაც გამოწვეული იყო წინა დღეებში გაკეთებული ოპერაციით. იგი 2011 წლის 30 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა.

გურჩენკო თავისი ხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში გადაღებულია მრავალ ფილმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]