ლიტვის სეიმი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Coat of arms of the Seimas of Lithuania.png
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის შენობა

ლიტვის რესპუბლიკის სეიმი (ლიტვ. Lietuvos Respublikos Seimas) — ლიტვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

სექციების სია

[რედაქტირება] საერთო აღწერა

სეიმი შედგება ერთი პალატისაგან, რომლის შემადგენლობაშიც საყოველთაო, თანასწორუფლებიანი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 141 დეპუტატია, მათგან 71 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით, 70-ს კი — პროპორციული სიით 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად. ლიტვის კონსტიტუციის მეხუთე თავის მიხედვით სეიმის დეპუტატად აირჩევა ლიტვის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ლიტვაში.

სეიმი ყოველწლიურად იკრიბება ორჯერ — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იწყება 10 მარტს და გრძელდება 30 ივნისამდე. საშემოდგომო სესია კი იწყება 10 სექტემბერსს და მთავრდება 23 დეკემბერს. რიგგარეშე სესიის მოწვევა შეუძლია პარლამენტის თავჯდომარეს დეპუტატების საერთო რაოდენობის 1/3-ის მოთხოვნით ან პრეზიდენტს.

სეიმის სხდომას უძღვება სეიმის თავჯდომარე (2000-2006 წწ. არტურას პაულაუსკასი, 2006 წლიდან ვიქტორას მუნტიანასი) ან მისი მოადგილე. ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და უძღვება ასაკით ყველაზე უფროსი წევრი.

[რედაქტირება] უფლებამოსილებები

  • განიხილავს და იღებს კონსტიტუციურ ცვლილებებს.
  • გამოსცემს კანონებს.
  • ნიშნავს ლიტვის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს.
  • მოიწონებს ან არ მოიწონებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
  • ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრებს და მათ ხელმძღვანელებს.
  • ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავჯდომარეს.
  • ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
  • ქმნის ცენტარლურ საარჩევნო კომისიას.
  • ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე.
  • გამოსცემს ამნისტიის კანონს...

[რედაქტირება] ისტორია

1990 წლის 24 თებერვალს მოწვეულმა სეიმმა 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, მას ლიტვის ისტორიაში ეწოდა "აღმდგენი სეიმი". დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, მეორე სეიმი მოწვეულ იქნა 1996-2000 წლებში. ამჟამად მოქმედებს მეხუთე მოწვევის სეიმი, რომელიც აირჩიეს 2008 წელს და რომლის უფლებამოსილების ძალაც გრძელდება 2012 წლამდე.

[რედაქტირება] შენობა

ლიტვის სეიმის ახალი სხდომათა დარბაზი

ახლანდელი შენობა შედგება 4 ნაწილისაგან. პირველი შენობა ააშენეს 1976-1980 წწ. ალგიმანდას და ვიტაუტას ნასვიტისებმა, მასში განთავსებული იყო ლიტვის სსრ-ს უმაღლესი საბჭო. 2007 წელს საშემოდგომო სესია დაიწყო პლენალური სხდომის ახალ დარბაზში.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე