ლიტვის კონსტიტუცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტვის კონსტიტუცია (ლიტვ. Lietuvos Respublikos Konstitucija) - ლიტვის რესპუბლიკის ძირითადი კანონი. მოქმედი კონსტიტუცია მიღებულია საერთო სახალხო რეფერენდუმზე 1992 წლის 25 ოქტომბერს.

მოქმედი კონსტიტუცია[რედაქტირება]

კონსტიტუცია შედგება 4 თავის, 154 მუხლისა და დასკვნითი ნაწილისაგან. კონსტიტუცია აწესრიგებს ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო მოწყობის საკითხებს.

ისტორია[რედაქტირება]

ლიტვაში XX საუკუნის განმავლობაში მოქმედებდა რამდენიმე დროებითი თუ მუდმივი კონსტიტუცია:

  • 2 ნოემბერი 1918 - სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დროებითი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ხელისუფლება გადავიდა სახელმწიფო საბჭოს ხელში, ხოლო აღმასრულებელი - პრეზიდიუმის ხელში.
  • 1919 - დროებითი კონსტიტუცია.
  • 10 ივნისი 1920 - დამფუძნებელმა სეიმმა მიიღო დროებითი კონსტიტუცია.
  • 1 აგვისტო 1922 - მიირეს პირველი მუდმივი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით სკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოდ აღიარებულ იქნა სეიმი, აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცა - პრეზიდენტსა და მთავრობას, სეიმისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.
  • 15 მაისი 1928 - მიიღეს მეორე მუდმივი კონსტიტუცია, რომელმაც იურიდიულად გააფორმა 1926 მომხდარი გადატრიალების შემდეგ შექმნილი ავტორიტარული რეჟიმი.
  • 12 მაისი 1938 - მიიღეს მესამე კონსტიტუცია.
  • 25 აგვისტო 1940 - მიიღეს ლიტვის სსრ-ს "სტალინური" კონსტიტუცია.

1990 წლის 11 მარტამდე ლიტვაში მოქმედებდა სსრკ-ს 1977 წლისა და ლიტვის სსრ-ს 1978 წლის კონსტიტუციები. ლიტვის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ 1990 წლის 11 მარტს მიიღო კანონი საბჭოთა კონსტიტუციის შეჩერებისა და 1938 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]