ლისტვიანკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
ლისტვიანკა
რუს. Листвянка
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 51°51′11″ ჩ. გ. 104°52′55″ ა. გ. / 51.85306° ჩ. გ. 104.88194° ა. გ. / 51.85306; 104.88194
დაარსდა XVIII საუკუნე
პირველი ხსენება 1772
ცენტრის სიმაღლე 470 მეტრი
მოსახლეობა 1 834 კაცი (2011)
სატელეფონო კოდი 39544
საფოსტო ინდექსი 664521
ლისტვიანკა — რუსეთი
ლისტვიანკა

ლისტვიანკა (რუს. Листвянка) — დაბა რუსეთში, ირკუტსკის ოლქში. მდებარეობს მდინარე ანგარის ნაპირებზე, ბაიკალის ტბის სანაპიროსთან. სახელი მიიღო მცენარე ლარიქსისაგან (რუს. Лиственница), რომელიც იზრდება ამ დასახლების შემოგარენში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ლისტვიანკაში ცხოვრობდა 1 834 ადამიანი. პირველად იხსენიება 1772 წელს. 1934 წლიდან აქვს ქალაქის ტიპის დასახლების სტატუსი. ეკონომიკას განსაზღვრავს ტურიზმი. ვაჭრობენ ბაიკალის ომულითა და სხვადასხვა სუვენირებით. არის ეკლესიები; სასტუმროები. დამუშავების პროექტშია „ბაიკალ-სიტი“. სახმელეთო და სანაოსნო გზით უკავშირდება ქალაქ ირკუტსკს. არის მრავალი ღირსშესანიშნავი ობიექტი. აღსანიშნავია ბაიკალის ლიმნოლოგიური მუზეუმი, ბაიკალის ასტროფიზიკური ობსერვატორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]