ლინცი დავენპორტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინცი დავენპორტი
Lindsay Davenport, Australien Open2005 cropped.jpg
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საცხოვრებელი ადგილი ლაგუნას სანაპირო, კალიფორნია, აშშ
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1976
დაბადების ადგილი პალო ვერდე, კალიფორნია, აშშ
სიმაღლე 1,89 მ
წონა 79 კგ
პროფესიონალი 22 თებერვალი,1993 წელი
თამაში მარჯვენა ხელით, ორივე ხელით დარტყმა მარცხნიდან
ფულადი პრიზი კარიერაში $22,144,735
ერთეულები
რეკორდები კარიერაში: 753–194 (79.5%)
ტიტულები კარიერაში: 55
უმაღლესი რეიტინგი: 1–ელი (1998,2001,2004,2005 წლებში)
დიდი მუზარადის შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2000)
საფრანგეთის ღია პირველობა ნფ (1998
უიმბლდონი გამარჯვება (1999)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1998)
წყვილები
რეკორდები კარიერაში: 382–115
ტიტულები კარიერაში: 37 (1 ITF)
უმაღლესი რეიტინგი: 1–ელი (20 ოქტომბერი, 1997)

ლინცი დავენპორტი [ˈlɪndzɪ ˈdævənpɔːɹt] (დ. 8 ივნისი, 1976, პალო ვერდე, კალიფორნია, აშშ) არის ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი.

სექციების სია

[რედაქტირება] სპორტული კარიერა

დავენპორტმა 3 დიდი მუზარადის ტურნირი მოიგო:ამერიკის ღია პირველობა 1998 წელს,უიმბლდონი 1999,ავსტრალიის ღია პირველობა 2000.1996 წელს ატლანტაში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე დავენპორტმა ოქროს მედალი მოიგო.ლინცი რამდენჯერმე იყო მსოფლიოს 1–ელი ჩოგანი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში.ტრავმის გამო მას პაუზის გაკეთება მოუწია.2004 წელს ის კვლავ 1–ელი ჩოგანი გახდა. დავენპორტმა მოიგო ასევე 3 დიდი მუზარადის ტურნირი წყვილთა შორის:როლან გაროსი(საფრანგეთის ღია პირველობა),1997 წელს ამერიკის ღია პირველობა,ხოლო 1999 წელს უიმბლდონი(ამავე წელს მან ერთელთა თანრიგშიც გაიმარჯვა ლონდონში). ლინცი დავენპორტი 1998,2001,2004,2005 წლების სეზონის ბოლოს რეიტინგში 1–ელი იყო. 2008 წლის 14 იანვარს ლინცი დავენპორტი გახდა მსოფლიოში 1–ელი ქალი სპორტსმენი,რომელმაც ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა თავის სპორტულ კარიერაში.თანხამ 21,897.501 ამერიკული დოლარი შეადგინა.ამით ამერიკელმა ჩოგბურთელმა გერმანელი შტეფი გრაფი მეორე ადგილზე გადაანაცვლა.

[რედაქტირება] თამაშის სტილი

ლინცი დავენპორტის თამაში გამოირჩევა სიძლიერითა და ბრწყინვალე ჩაწოდებებით.1999 წელს ტოკიოში ჩატარებულ ტურნირზე,1/8 ფინალში თავის ჩაწოდებაზე არცერთი ქულა არ დაკარგა.სიმაღლის გამო(189 სმ) ლინცი კორტზე სწრაფად ვერ მოძრაობს და ბურთს ყოველთვის ოპტიმალურად ვერ უდგება. იგი მენტალურად ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელად ითვლება.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

2003 წელს ლინცი დავენპორტი ჯონ ლიჩზე,ბანკირზე დაქორწინდა,რაც თავის კარიერაზე დადებითად აისახა:2004 წელს დავენპორტმა 7 ტურნირი მოიგო,ხოლო 4 კვირის განმავლობაში ზედიზედ ოთხ ტურნირზე იმარჯვა.ამ გამარჯვებების გამო ის მიმდინარე წლის ამერიკის ღია პირველობაზე მთავარი ფავორიტი იყო,თუმცა როგორც ხშირად მის კარიერაში ხდებოდა,ლინციმ ტრავმა მიიღო,1/2 ფინალში მან სვეტლანა კუზნეცოვასთან წააგო თამაში,რომელიც საბოლოოდ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა.

[რედაქტირება] 2005 წლის სეზონი

2005 წლის სეზონი დავენპორტისათვის კარგად დაიწყო. სეზონის 1–ელ დიდი შლემის ტურნირზე,ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ამერიკელი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა,სადაც 3 სეტში თავის თანამემამულესთან,სერენა უილიამსთან წააგო.ამის შემდეგ დავენპორტმა 2 ტურნირი დუბაისა და ამელია აილანდში მოიგო,ტოკიოსა და ინდიან უელსში კი ფინალში გავიდა. ინდიან უელსში 1/2 ფინალში დავენპორტმა სენსაციური ანგარიშით 6:0 და 6:0 დაამარცხა რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა,მაგრამ ფინალში ბელგიელ კიმ კლაისტერსთან 3 სეტში დათმო თამაში. საფრანგეთის ღია პირველობაზე პარიზში,რომელიც გრუნტზე/თიხნარზე ტარდება(დავენპორტი ვერასდროს ვერ თამაშობდა თიხნარზე კარგად.გრუნტზე ბურთი ნელა მოძრაობს,ხოლო ჰარდზე/ხალიჩაზე გაცილებით სწრაფად) დავენპორტმა 1/4 ფინალში გააღწია,მაგრამ მომდევნო თამაში მერი პირსთან(საფრანგეთი) წააგო.პირსმა მიმდინარე ტურნირზე ფინალში გააღწია.

2005 წლის ივნისში უიმბლდონზე დავენპორტმა სხვებთან ერთად,კიმ კლაისტერსი(ბელგია),სვეტლანა კუზნეცოვა(რუსეთი) და ამელი მორესმო(საფრანგეთი) დაამარცხა.თუმცა,ფინალში მან მარცხი ვინუს უილიამსთან(აშშ) იგემა.ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ლინცის მოწინააღმდეგემ 4:6,7:6 და 9:7 იმარჯვა.თამაში 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა,რაც რეკორდული დროა ქალთა შორის უიმბლდონზე.

ზურგის ტრავმის გამო იძულებული იყო დავენპორტი უარი ეთქვა ფედერაციის თასზე(შეჯიბრი ნაკრებებს შორის ჩოგბურთში, ქალთა შორის) გამოსვლაზე. მცირე შესვენების შემდეგ დავენპორტი შეეცადა სტენფორდის ტურნირზე თამაშსა და გასულ წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას,თუმცა მან თამაშის დამთავრება ვერ შეძლო და 0:5 დამარცხდა ანა/ლენა გრიონეფელდთან(გერმანია).

ამერიკელი ჩოგბურთელი იმედოვნებდა,რომ მზად იქნებოდა ამერიკის ღია პირველობისათვის.2005 წლის 22 აგვისტოს კი მან პირველობა დაკარგა რეიტინგში,მსოფლიოს 1–ელი ჩოგანი მარია შარაპოვა(რუსეთი) გახდა.ერთი კვირის შემდეგ ლინციმ ნიუ ჰევენში ჩატარებული ტურნირი მოიგო და რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. იმის იმედი რომ თავის მშობლიურ ამერიკის ღია პირველობას მოიგებდა,წარსულს ჩაბარდა. 1/4 ფინალში დავენპორტი ელენა დემენტიევასთან(რუსეთი) დამარცხდა,რისი მთავარი მიზეზიც ლინცის მიერ კატასტროფულად ბევრი დაშვებული შეცდომა იყო.

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დავენპორტმა კვლავ დაკარგა პირველობა რეიტინგში,მსოფლიოს ახალი 1–ელი ჩოგანი შარაპოვა გახდა.თუმცა,ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა.ბალიზე გამართულ ტურნირზე დავენპორტმა ფინალში იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე დაამარცხა,ხოლო 2 კვირის შემდეგ ფილდერშთადთში(შთუთგართი,გერმანია) თავისი 50–ე ტურნირის მოგება იზეიმა.

სეზონის ბოლოს დავენპორტი ციურიხში მიმდინარე ტირნირზეც გამოვიდა,სადაც იგი უკვე 5–ჯერ იყო ფინალში გასული.3–ჯერ შეძლო ტურნირის მოგება,2000 წელს ჰინგისთან,ხოლო 2002 წელს პატი შნიდერთან დამარცხდა. 1/8 ფინალში დავენპორტმა სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა დაამარცხა.1/4 ფინალში კი–ფრანჩესკა სკიავონე,1/2 ფინალში–ანასტასია მისკინა. ფინალში დავენპორტმა რევანში აიღო შვეიცარიელ პატი შნიდერის წინააღმდეგ.

[რედაქტირება] 2006 წლის სეზონი

2006 წელი დავენპორტისათვის წარმატებული არ აღმოჩნდა. ჰონგ/კონგში გამარჯვებებს მიაღწია ნიკოლ ვაიდისოვასთან(ჩეხეთი) და ვინუს უილიამსი წინააღმდეგ,მაგრამ ფინალი კიმ კლაისტერსთან დათმო.ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/4 ფინალში დამარცხდა ჟასტინ ენინ/არდენთან(ბელგია).დუბაის 1/2 ფინალში შარაპოვას ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა.იმავე ტურნირზე დავენპორტმა თავისი კარიერის განმავლობაში მე–700–ე თამაში მოიგო.ინდიან უელსში ტრავმის გამო დათმო თამაში თავის კოლეგა მარტინა ჰინგისთან.

დავენპორტი გეგმავდა,არ ეთამაშა 2006 წლის განმავლობაში 15 ტურნირზე მეტი.უკვე ცნობილი იყო,რომ ლინცი თავის პირველობას რეიტინგში დაკარგავდა.ევროპაში ჩასატარებელი ყველა ტურნირი თიხნარზე გამოტოვა,საფრანგეთის ღია პირველობის ჩათვლით.ზურგის ტრავმის გამო დავენპორტს ინდიანა უელსიდან მოყოლებული არცერთი თამაში უთამაშია,საბოლოოდ კი უიმბლდონზე გამოსვლაც ჩააგდო.ლოს ანჯელესში დავენპორტმა 1–ელივე თამაში წააგო ავსტრალიელ სამანტა სტოსურთან.2 კვირის შემდეგ ლინცი ნიუ ჰევენის ტურნირზე გამოვიდა,სადაც მსოფლიოს ახალი 1–ელი ჩოგანი,ამელი მორესმო ადვილად დაამარცხა,მაგრამ ფინალში ჟასტინ ენინ–არდენი წააგო.ტრავმების მიუხედავად ლინციმ სეზონის ბოლო დიდი შლემის ტურნირი კარგად დაიწყო და 1/4 ფინალამდე მიაღწია,თუმცა შემდეგ ეტაპზე ის კვლავ ბელგიელ ჟასტინ ენინ–არდენთან დამარცხდა.

დავენპორტი კორტის მიღმაც დადებით პიროვნებად ფასდება.ჩოგბურთელებს შორის ის პოპულარულია და პრესასთანაც ალიან "კარგი ურთიერთობა" აქვს.განსხვავებით ბევრი ჩოგბურთელისაგან,ლინცი სიამოვნებით იძლევა ინტერვიუებსა და ავტოგრამებს. 2006 წლის 13 დეკემბერს დავენპორტმა აღნიშნა,რომ თავის 1–ელ შვილს ელოდება.2007 წლის 10 ივნის მას ბიჭი შეეძინა.სიტყვებით: "ვერ წარმომიდგენია,ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება" დავენპორტმა 13 წლიანი საჩოგბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

[რედაქტირება] 2007 წლის სეზონი

ივლისში დავენპორტმა თავისი კარიერის დასასრული გადაიფიქრა.აგვისტოში კი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველი ოფიციალური ტურნირი ითამაშა წყვილთა შორის,თავის ახლო მეგობარ ლიზა რეიმონდთან ერთად, ნიუ ჰევენში,სადაც 1–ელივე ტურში დამარცხდა. ერთეულთა შორის დავენპორტმა პირველი მატჩი კუნძულ ბალიზე მიმდინარე ტურნირზე ითამაშა,რომელიც მოიგო კიდეც.სხვებთან ერთად,ლინციმ ელენა იანკოვიჩი(სერბეთი) და დანიელა ჰანტუხოვა დაამარცხა.ერთი კვირის შემდეგ დავენპორტმა პეკინში 1/2 ფინალში გააღწია,სადაც იანკოვიჩთან დამარცხდა.ამერიკელმა ჩოგბურთელმა ხანგრლივი პაუზის შემდეგ თავისი 53–ე ტურნირი ქვებექში(კანადა) მოიგო და დაუბრუნდა დიდ ჩოგბურთს.

[რედაქტირება] 2008 წლის სეზონი

ლინციმ ახალი 2008 წლის სეზონი ოქლენდში გამარჯვებით დაიწყო.დავენპორტმა თავისი დაბრუნების შემდეგ მემფისში მეოთხე ტიტული მოიგო,ამასთანავე წყვილთა შორის იმარჯვა.ინდიან უელსში გამარჯვება მოიპოვა მარიონ ბარტოლიზე(საფრანგეთი),მაგრამ ტრავმის გამო 1/4 ფინალური მატჩი არ ითამაშა.დავენპორტმა მაიამიში ბრწყინვალედ ითამაშა და მსოფლიოს მეორე ჩოგანი,ანა ივანოვიჩი(სერბეთი) ადვილად დაამარცხა,თუმცაღა შემდეგ ეტაპზე მოულოდნელად წააგო რუსი დინარა საფინასთან.ლინციმ თიხნარზეც ითამაშა ამელია აილანდში,სადაც 1/2 ფინალს მიაღწია,თუმცა ისევ და ისევ ტრავმის გამო ვეღარ განაგრძო ტურნირზე ასპარეზობა.აპრილის შემდეგ დავენპორტმა წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ტურნირიღა ითამაშა.უიმბლდონზე მეორე წრის თამაშისას,იძულებულიყო კორტი ტრავმის გამო დაეტოვებინა,ხოლო ამერიკის ღია ჩემპიონატზე მესამე წრეში დამარცხდა მარიონ ბარტოლისთან. 2008 წელი დავენპორტმა რეიტინგი 35–ედ დაასრულა.

[რედაქტირება] 2009 წლის სეზონი

სეზონის დასაწყისში დავენპორტი ავსტრალიის დიდი მუზარადის ტურნირის თამაშს აპირებდა,თუმცა ცნობილი გახდა,რომ ის მეორე შვილს ელოდება.


[რედაქტირება] ტიტულები(92)

ლეგენდა (ერთეულთა თანრიგში)
დიდი მუზარადის ტურნირი (3)
WTA მსოფლიო ჩემპიონატი (1)
ოქროს მედალი ოლიმპიადაზე (1)
WTA Tier I Events (11)
WTA ტური (39)

[რედაქტირება] ერთეულთა თანრიგში

Nr. რიცხვი ტურნირი კორტის საფარი მოწინააღმდეგე ფინალში ანგარიში
1. 17.05.1993 ლუცერნი, შვეიცარია თიხნარი ნიკოლ ბრედკი 6:1, 4:6, 6:2
2. 03.01.1994 ბრისბეინ, ავსტრალია სწრაფი საფარი ფლორენცია ლაბატი 6:1, 2:6, 6:3
3. 16.05.1994 ლუცერნი, შვეიცარია თიხნარი ლიზა რეიმონდი 7:6, 6:4
4. 22.05.1995 სტრასბურგი, საფრანგეთი თიხნარი კიმიკო დატე 3:6, 6:1, 6:2
5. 20.05.1996 სტრასბურგი, საფრანგეთი თიხნარი ბარბარა პაულუსი 6:3, 7:6
6. 22.07.1996 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1996 წელს, ატლანტა, აშშ სწრაფი საფარი არანტა სანჩეს ვიკარიო 7:6, 6:2
7. 12.08.1996 ლოს ანჯელესი, აშშ სწრაფი საფარი ანკე ჰუბერი 6:2, 6:3
8. 17.02.1997 ოკლაჰომა, აშშ სწრაფი საფარი ლიზა რეიმონდი 6:4, 6:2
9. 03.03.1997 ინდიან უელსი, აშშ სწრაფი საფარი ირინა სპირლეა 6:2, 6:1
10. 07.04.1997 ამელია აილანდი, აშშ თიხნარი მარი პირსი 6:2, 6:3
11. 18.08.1997 ატლანტა, აშშ სწრაფი საფარი სანდრინ ტისუ 6:4, 6:1
12. 13.10.1997 ციურიხი, შვეიცარია სწრაფი საფარი ნატალი ტაუზია 7:6, 7:5
13. 03.11.1997 ჩიკაგო, აშშ ხალიჩა ნატალი ტაუზია 6:0, 7:5
14. 02.02.1998 ტოკიო , იაპონია ხალიჩა მარტინა ჰინგისი 6:3, 6:3
15. 27.07.1998 სტენფორდი (კალიფორნია), აშშ სწრაფი საფარი ვინუს უილიამსი 6:4, 5:7, 6:4
16. 03.08.1998 სან დიეგო, აშშ სწრაფი საფარი მარი პირსი 6:3, 6:1
17. 10.08.1998 ლოს ანჯელესი, აშშ სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 4:6, 6:4, 6:3
18. 31.08.1998 ამერიკის ღია ჩემპიონატი, ნიო–იორკი, აშშ სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 6:3, 7:5
19. 12.10.1998 ციურიხი, შვეიცარია სწრაფი საფარი ვინუს უილიამსი 7:5, 6:3
20. 11.01.1999 სიდნეი, ავსტრალია სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 6:4, 6:3
21. 17.05.1999 მადრიდი, ესპანეთი თიხნარი პაულა სუარესი 6:1, 6:3
22. 21.06.1999 უიმბლდონი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ბალახი შტეფი გრაფი 6:4, 7:5
23. 26.07.1999 სტენფორდი (კალიფორნია), აშშ სწრაფი საფარი ვინუს უილიამსი 7:6, 6:2
24. 20.09.1999 ტოკიო, იაპონია სწრაფი საფარი მონიკა სელეში 7:5, 7:6
25. 08.11.1999 ფილადელფია, აშშ თიხნარი მარტინა ჰინგისი 6:3, 6:4
26. 15.11.1999 მსოფლიო ჩემპიონატი, ნიუ–იორკი, აშშ სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 6:4, 6:2
27. 17.01.2000 ავსტრალიის ღია პირველობა, მელბურნი, ავსტრალია სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 6:1, 7:5
28. 06.03.2000 ინდიან უელსი, აშშ სწრაფი საფარი მარტინა ჰინგისი 4:6, 6:4, 6:0
29. 16.10.2000 ლინცი, ავსტრია ხალიჩა ვინუს უილიამსი 6:4, 3:6, 6:2
30. 06.11.2000 ფილადელფია, აშშ ხალიჩა მარტინა ჰინგისი 7:6, 6:4
31. 29.01.2001 ტოკიო , იაპონია ხალიჩა მარტინა ჰინგისი 6:7, 6:4, 6:2
32. 26.02.2001 სქოთდეილ, აშშ სწრაფი საფარი მეგან შონესი 6:2, 6:3
33. 18.06.2001 ისბორნი, დიდი ბრიტანეთი ბალახი მაგუი სერნა 6:2, 6:0
34. 06.08.2001 ლოს ანჯელესი, აშშ სწრაფი საფარი მონიკა სელეში 6:3, 7:5
35. 08.10.2001 ფილდერშთადთი, გერმანია სწრაფი საფარი ჟასტინი ენინი 7:5, 6:4
36. 15.10.2001 ციურიხი, შვეიცარია სწრაფი საფარი ელენა დოკიჩი 6:3, 6:1
37. 22.10.2001 ლინცი, ავსტრია ხალიჩა ელენა დოკიჩი 6:4, 6:1
38. 27.01.2003 ტოკიო , იაპონია ხალიჩა მონიკა სელეში 6:7, 6:1, 6-2
39. 02.02.2004 ტოკიო , იაპონია ხალიჩა მაგდალენა მალეევა 6:4, 6:1
40. 05.04.2004 ამელია აილანდი, აშშ თიხნარი ამელი მორესმო 6:4, 6:4
41. 12.07.2004 სტენფორდი(კალიფორნია), აშშ სწრაფი საფარი ვინუს უილიამსი 7:6, 5:7, 7:6
42. 19.07.2004 ლოს ანჯელესი, აშშ სწრაფი საფარი სერენა უილიამსი 6:1, 6:3
43. 26.07.2004 სან დიეგო, აშშ სწრაფი საფარი ანასტასია მისკინა 6:1, 6:1
44. 16.08.2004 ცინცინატი, აშშ სწრაფი საფარი ვერა ზვონარევა 6:3, 6:2
45. 04.10.2004 ფილდერშთადთი, გერმანია სწრაფი საფარი ამელი მორესმო 6:2, aufg.
46. 05.03.2005 დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები სწრაფი საფარი ელენა იანკოვიჩი 6:4, 3:6, 6:4
47. 04.04.2005 ამელია აილანდი, აშშ თიხნარი სილვია ფარინა ელია 7:5, 7:5
48. 22.08.2005 ნიუ ჰევენი, აშშ სწრაფი საფარი ამელი მორესმო 6:4, 6:4
49. 12.09.2005 ბალი, ინდონეზია სწრაფი საფარი ფრანჩესკა სკიავონე 6:2, 6:4
50. 09.10.2005 ფილდერშთადთი, გერმანია სწრაფი საფარი ამელი მორესმო 6:2, 6:4
51. 23.10.2005 ციურიხი, შვეიცარია სწრაფი საფარი პატი შნიდერი 7:6(5), 6:3
52. 16.09.2007 ბალი, ინდონეზია სწრაფი საფარი დანიელა ჰანტუხოვა 6:4, 3:6, 6:2
53. 04.11.2007 ქვებექი, კანადა სწრაფი საფარი იულია ვაკულენკო 6:4, 6:1
54. 06.01.2008 ოკლენდი, ახალი ზელანდია სწრაფი საფარი არავენ რეზაი 6:2, 6:2
55. 01.03.2008 მემფისი, აშშ სწრაფი საფარი ოლგა გოვორცოვა 6:2, 6:1

[რედაქტირება] დიდი შლემის ტურნირები და მსოფლიო ჩემპიონატი

ტურნირები 2008 2007 2006 2005 2004 2003 2002 2001 2000 1999 1998 1997 1996 1995 1994 1993 1992 1991 გამარჯვებები
ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მეორე წრე - 1/4 ფინალი ფინალი 1/4 ფინალი 1/8 ფინალი - 1/2 ფინალი გამარჯვება 1/2 ფინალი 1/2 ფინალი 1/8 ფინალი 1/8 ფინალი 1/4 ფინალი 1/4 ფინალი მე–3–ე წრე - - 1
საფრანგეთის ღია ჩემპიონატი - - - 1/4 ფინალი 1/8 ფინალი 1/8 ფინალი - - 1–ელი წრე 1/4 ფინალი 1/2 ფინალი 1/8 ფინალი 1/4 ფინალი 1/8 ფინალი მე–3–ე წრე 1–ელი წრე - - 0
უიმბლდონი მე–2–ე წრე - - ფინალი 1/2 ფინალი 1/4 ფინალი - 1/2 ფინალი ფინალი გამარჯვება 1/4 ფინალი მე–2–ე წრე მე–2–ე წრე 1/8 ფინალი 1/4 ფინალი მე–3–ე წრე - - 1
ამერიკის ღია ჩემპიონატი მე–3–ე წრე - 1/4 ფინალი 1/4 ფინალი 1/2 ფინალი 1/2 ფინალი 1/2 ფინალი 1/4 ფინალი ფინალი 1/2 ფინალი გამარჯვება 1/2 ფინალი 1/8 ფინალი მე–2–ე წრე მე–3–ე წრე 1/8 ფინალი მე–2–ე წრე 1–ელი წრე 1
WTA ჩემპიონატი - - 1/16 ფინალი 1–ელი წრე - 1/8 ფინალი ფინალი 1/8 ფინალი გამარჯვება ფინალი 1/8 ფინალი 1/4 ფინალი 1/8 ფინალი ფინალი - - - 1


[რედაქტირება] რეკორდები სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ

დავენპორტის მიერ ჩატარებული თამაშების სტატისტიკა მსოფლიოს ათეულში მყოფ ჩოგბურთელების წინააღმდეგ.(მუქად მსოფლიოს 1–ელი ჩოგნები არიან აღნიშნულები)



[რედაქტირება] დავენპორტის მონაგარი US დოლარებში

სეზონი გამომუშავებული თანხა ($) ადგილი გამ.თანხის მიხედვით
1991 10,613 263
1992 34,761 მონაცემი არ არის
1993 201,409 32
1994 552,237 მონაცემი არ არის
1995 438,632 15
1996 871,393 8
1997 1,533,393 3
1998 3,052,105 2
1999 2,734,205 2
2000 2,444,734 2
2001 2,102,242 4
2002 805,191 12
2003 1,632,909 5
2004 2,220,005 3
2005 2,684,490 3
2006 384,188 36
2007 85,664 153
2008 201,522 22
კარიერაში მთლიანად 22,144,735 3



[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე