ლინჩის წესით გასამართლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინჩის წესით გასამართლებული აფრო-ამერიკელი.

ლინჩის წესით გასამართლებასასამართლოგარეშე სასჯელი რომელსაც არაოფიციალური დაჯგუფება ახორციელებს. ლინჩის წესს ყველაზე ხშირად მიმართავს ბრბო, რომელიც არაოფიციალურ საზოგადო დასჯას ახორციელებს. ლინჩის წესი ძირითადად გამოიყენება ეკონომიკური ან პოლიტიკური არეულობების დროს, როდესაც დომინანტი ჯგუფი ცდილობს გარკვეული წარმოდგენის გამართვას და საზოგადოების დაშინებას.

სიტყვა ლინჩის წარმოშობა არ არის ცალსახად ცნობილი. ერთი მოსაზრებით ის სათავეს ამერიკის რევოლუციიდან იღებს. გამოიყენებოდა ფრაზა „ლიონჩის კანონი“, რაც გასამართლების გარეშე დასჯას აღნიშნავდა. ფრაზა ამ ეპოქის ორ ამერიკელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული: ჩარლი ლინჩი (მოსამართლე) და უილიამ ლინჩი. 1780-იან წლებში ორივე მათგანი ცხოვრობდა ვირჯინიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]