ლინუს ტორვალდსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინუს ტორვალდსი

ლინუს ბენედიქტ ტორვალდსი (ფინ. Linus Benedict Torvalds; 28 დეკემბერი, 1969, ჰელსინკი) — ფინელი პროგრამისტი, ოპერაციული სისტემა „ლინუქსის“ ბირთვის შემქმნელი.

დღესდღეობით ლინუს ტორვალდსი მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ”ლინუქსის” შემქმნელი და იდეური მამოძრავებელი, ენდრიუ ტანენბაუმის სასწავლო ოპერაციული სისტემით, ”მინიქსით” შთაგონებულ ლინუსს სურვილი ჰქონდა, რომ საკუთარ IBM x386-იან კომპიუტერზე მინიქსის ანალოგი ჰქონოდა. ყველაფერი სწორად აქედან დაიწყო, 1991 წელს ლინუქსის პირველი ვერსიის შექმნისთანავე მსოფლიო პროგრამისტული საზოგადოება ახალ მოვლენაზე ალაპარაკდა და ეს მოვლენა 22 წლის ფინელი სტუდენტის, ლინუს ტორვალდსის შექმნილი ოპერაციული სისტემა ”ლინუქსი” იყო.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: