ლინკოლნ ელსუორთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინკოლნ ელსუორთი

ლინკოლნ ელსუორთი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1880
ჩიკაგო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 მაისი, 1951
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი

ლინკოლნ ელსუორთი (ინგლ. Lincoln Ellsworth; დ. 12 მაისი, 1880 — გ. 26 მაისი, 1951) — ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი. 1925 წელს იყო ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალი რუალ ამუნდსენის ექსპედიციის ერთ-ერთი თვითმფრინავის შტურმანი. 1926 წელს მონაწილეობდა ამუნდსენის ექსპედიციაში დირიჟაბლზე „ნორვეგია“ (მარშრუტი შპიცბერგენიჩრდილოეთ პოლუსიალასკა). 1935 წლის ნოემბერ-დეკემბერში მფრინავ ჰერბერტ ჰოლიკ-კენიონთან ერთად შეასრალა პირველი ტრანსანტარქტიკული გადაფრენა, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა მთათა ჯაჭვი ეტერნიტი, სენტინელის ქედი და ელსუორთის მთები. 1938–1939 წლებში შეასრულა გადაფრენა ანტარქტიდის შიდა ოლქებში. 1928 წელს დაჯილდოვდა აშშ-ის კონგრესის ოქროს მედლით. ელსუორთის სახელობისაა კონცხი კუნძულ იანგზე, მწვერვალი კუინ-მოდის მთებში, ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში და ანტარქტიკული სადგური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]