ლინეამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლინეამენტი (ლათ. lineamentum - ხაზი, კონტური) — რელიეფისა და ლანდშაფტის სწორხაზოვანი ელემენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დედამიწის ქერქის ნაპრალებსა და რღვევებთან.

ლინეამენტებია : კონტინენტის სწორხაზოვანი ნაპირი, სწორხაზოვანი ხეობა, სრუტე, ვულკანთა მწკვრივი და სხვ.

ლინეამენტური ანალიზი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ტერიტორიის სიღრმული აგებულების შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 244, თბ., 1983.