ლინდა ჰარისონი
| ლინდა ჰარისონი Linda Harrison |
|
| დაბადების სახელი | ლინდა ჰარისონი |
| დაბადების ადგილი | ბერლინი, მერილენდი, აშშ |
| დაიბადა | 26 ივლისი 1945 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1966-2001 |
ლინდა ჰარისონი (ინგლ. Linda Harrison; დ. 26 ივლისი 1945) — ამერიკელი კინომსახიობი და მოდელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლინდა ჰარისონი დაიბადა 1945 წლის 26 ივლისს, მერილენდის შტატში. 16 წლის ასაკში გაიმარჯვა კონკურსში „მის ბერლინი“, რის შემდეგ საცხოვრებლად გაემართა ნიუ-იორკში, სადაც სამოდელი ბიზნესით დაკავდა. მისი კინოკარიერა 1960 წწ. შუა წლებიდან იწყება. თავდაპირველად სერიალებში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ როლებს იღებდა კინოფილმებშიც.
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ რაც ითამაშა ფილმში „მაიმუნების პლანეტა“, სადაც მუნჯი „ნოვა“-ს სახე განასახიერა. ფილმმა „მაიმუნების პლანეტა“-მ დიდი წარმატება მოიპოვა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც ჰქონდა. ფილმი ფანტასტიკური ჟანრისაა და საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი აქვს. ორი წლის შემდეგ ლინდა ჰარისონმა ითამაშა ამ ფილმის გაგრძელებაშიც.
შემდეგ ძირითადად ისევ სერიალებში თამაშობდა. 1975 წელს ითამაშა ფილმში „აეროპორტი 1975“. 2001 წელს გამოვიდა ტიმ ბერტონის რემეიკი - „მაიმუნების პლანეტა“, სადაც ლინდა ჰარისონს ხვდა წილად მცირე ეპიზოდში თამაში.
ამპლუა : ფანტასტიკა, კომედია.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- 1966 — The Fat Spy (ინგ. - The Fat Spy)
- 1967 — A Guide for the Married Man (ინგ . - A Guide for the Married Man)
- 1968 — მაიმუნების პლანეტა (ინგ. - Planet of the Apes)
- 1970 — მაიმუნების პლანეტის ქვეშ (ინგ. - Beneath The Planet Of The Apes)
- 1974 — აეროპორტი 1975 (ინგ. - Airport 1975)
- 1985 — Cocoon (ინგ. - Cocoon)
- 1988 — Cocoon: The Return (ინგ. - Cocoon: The Return)
- 2001 — მაიმუნების პლანეტა (ინგ. - Planet of the Apes)
[რედაქტირება] ბმულები
- (ინგლისური) ლინდა ჰარისონი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში