ლინგის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინგის კუნძულების მდებარეობა

ლინგის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ სუმატრასა და მალაკის ნახევარკუნძულს შორის. ეკუთვნის ინდონეზიას. საერთო ფართობი 2 178 კმ კვ-ია. დიდი კუნძულებია სინკეპი (828 კმ) და ლინგა (826 კმ). მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 163 მ-მდე. შემოსილია ეკვატორული ტყით. კუნძულ სინკეპზე არის კალის საბადო. მისდევენ თევზჭერას, ექსპორტზე გააქვთ ჩაი, კოპრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]