ლიმნეასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლიმნეასებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Lymnaeidae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ლიმნეასებრნი (Lymnaeidae), რბილტანიანი ცხოველების ოჯახი მუცელფეხიანთა კლასისა. აქვთ სპირალურად დახვეული ნიჟარა. თვალები საცეცების ფუძესთანაა განლაგებული. სუნთქავენ ფილტვებით, მაგრამ ზოგ ლიმნეასებრნს იგი წყლით ევსება და ლაყუჩის დანიშნულებას ასრულებს. ჰერმაფროდიტებია. ბინადრობენ მტკნარ წყალსატევებში. იშვიათად — დამლაშებულ ტბებსა და მომლაშო ზღვების სანაპირო ზოლში. ოჯახში 120-მდე სახეობაა. ყველა ლიმნეასებრნი ადამიანის, შინაური და გარეული ცხოველების პარაზიტების შორისული მასპინძელია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 239, თბ., 1983
სტატიის