ლიზა ლოპესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზა „Left Eye“ ლოპესი
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Left Eye
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1971
დაბ. ადგილი ფილადელფია
წარმოშობა ატლანტა, აშშ
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 2002(2002-04-25)
გარდ. ადგილი La Ceiba
დასაფლავებულია ჯორჯია
ჟანრ(ებ)ი რეპი , ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1991–2002
ლეიბლ(ებ)ი LaFace, Arista
საიტი lisalopesfoundation.org
ლიზა ლოპესი ვიკისაწყობში

ლიზა „Left Eye“ ლოპესი (ინგლ. Lisa „Left Eye“ Lopes) (დ. 27 მაისი, 1971,აშშ — გ. 25 აპრილი, 2002, აშშ,ატლანტა, ჰონდურასი) — ამერიკელი რეპერი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და ჯგუფ TLC-ის წევრი. ლოპესმა დაწერა ჯგუფის წარმატებული სიმღერები, მათ შორის Waterfalls, No Scrubs, Ain't 2 Proud 2 Beg, What About Your Friends, Hat 2 Da Back. ლოპესთან თანამშრომლობამ TLC-ის 4 გრემი მოუტანა.[1] კომერციული წარმატების მიუხედავად, ხშირი იყო კონფლიქტი და ფინანსური პრობლემები. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოპესმა მეგობრის სახლი გადაწვა.[2] ეს ფაქტი სერიოზულ მატერიალურ პრობლემებს ქმნიდა. სასამართლომ ჯარიმის სახით სოლიდური თანხის გადახდა მოითხოვა, რაც ჯგუფს უნდა გადაეხადა. 2001 წელს ლოპესმა პირველი სოლო ალბომი Supernova გამოუშვა, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.[3] 2002 წელს დაბრუნდა კოლექტივთან, TLC-ის რიგით მეოთხე ალბომის ჩასაწერად. დაიღუპა იმავე წლის 25 აპრილს, ავიაკატასტროფის შედეგად.[4]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]