ლივ ულმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლივ ულმანი

ლივ ულმანი (Liv Johanne Ullmann, დაიბადა 1938 წლის 16 დეკემბერს) — ნორვეგიელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ინგმარ ბერგმანის ათეულობით ფილმში მონაწილეობით.

ლივ ულმანი დაიბადა ტოკიოში, გაიზარდა კანადაში, მსახიობის ოსტატობას სწავლობდა ლონდონში, მუშაობდა სტავანგერის თეატრში, მოგვიანებით კი ოსლოს ნაციონალურ თეატრში. მისი ვარსკვლავი ამობრწყინდა 1966 წელს, როდესაც იგი გადაიღეს (ბიბი ანდერსონთან ერთად) ინგმარ ბერგმანის ფილმში „პერსონა“ ელისაბედ ფოგელერის როლში.

მანამდე ულმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლები 5 ნორვეგიულ და 1 შვედურ ფილმში. ფილმ „პერსონის“ დამსახურებაა, რომ ლივმა მიიღო როლები ამერიკელი რეჟისორებისგან. აგრეთვე ითამაშა ბერგმანის მრავალ ფილმში. მისგან გააჩინა ქალიშვილი, რომელიც შვედეთში ცნობილი ჟურნალისტი იყო.

ლივ ულმანი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო შემსრულებელი ქალი.

ბერგმანთან მუშაობის პარალელურად, ულმანი ბრწყინავდა ბროდვეიზე და ჰოლივუდში, მრავალი როლის შესრულებით ჰენრი იბსენის პიესებში.

1977 წელს გამოვიდა ულმანის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცვლილებები“. 1990-იან წლებში კი დაკავდა რეჟისურით.

2008 წლის ივნისში ლივ ულმანმა უხელმძღვანელა XXX მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]