ლიგოზომა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლიგოზომა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Lygosoma | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ლიგოზომა (Lygosoma) — ხვლიკების გვარი სცინკისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. კიდურები რედუცირებული აქვთ ნაწილობრივ ან მთლიანად; ზოგი ლიგოზომის სხეული გველისმაგვარია. გვარში 100-მდე სახეობაა. ფართოდ არიან გავრცელებული აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლინეზიასა და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში, ზოგი — ქვებს შორის, კლდეებზე, ზღვის სანაპიროებზე, ზოგჯერ — მაღლა მთაში. იკვებებიან მწერებით და პატარ-პატარა უხერხემლოებით. უმრავლესობა კვერცხმდებია, მხოლოდ ზოგიერთია კვერცხცოცხლადმშობი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 223, თბ., 1983 წელი.