ლიბუშე შაფრანკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბუშე შაფრანკოვა, კადრი 1973 წლის ფილმიდან სამი კაკალი კონკიასათვის
ლიბუშე შაფრანკოვას ავტოგრაფი (2011)

ლიბუშე შაფრანკოვა (ჩეხ. Libuše Šafránková; დ. 7 ივნისი, 1953, ბრნო, ჩეხოსლოვაკია – გ. 9 ივნისი, 2021[1]) — ჩეხი მსახიობი. იზრდებოდა ქალაქ შლაპანიცეში, ბრნოსთან ახლოს. 1971 წელს დაამთავრა ბრნოს კონსერვატორიის დრამატურგიის განყოფილება. 1972 წელს გაწევრიანდა პრაღის მსახიობთა კლუბში.

თავისი პირველი პირველი როლი ფილმში ლიბუშე შაფრანკოვამ ჩეხი მწერლის ბოჟენა ნემცოვას რომან „ბებიას“ (Babička) ეკრანიზაციაში შეასრულა. საერთაშორისო პოპულარობა მოუპოვა მთავარმა, კონკიას როლმა 1973 წლის ზღაპრულ ფილმში „სამი კაკალი კონკიასათვის“.

ლიბუშე შაფრანკოვა დაქორწინებული იყო ასევე ჩეხ მსახიობ იოზეფ აბრაჰამზე. მათ ერთად ჰყავდათ ერთი ვაჟი. მისი და — მიროსლავა ასევე მსახიობი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ve věku 68 let zemřela herečka Libuše Šafránková cs (2021-06-09). ციტირების თარიღი: 2021-06-09