ლიბიის ცენტრალური ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბიის ცენტრალური ბანკის შენობა ტრიპოლიში.

ლიბიის ცენტრალური ბანკი (CBL) — ლიბიის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სარგებლობს ავტონომიური სტატუსით. ცენტრალური ბანკის შესახებ კანონის მიხედვით მის მიზანს წარმოადგენს ლიბიის ფინანსური სტაბილურობის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერა.

სათავო ოფისი მდებარეობს ტრიპოლიში, თუმცა კომერციული ბანკებისთვის მომსახურების გაუმჯობესებისთვის მას აქვს სამი ფილიალი შემდეგ ქალაქებში: სურთი, საბჰა, ბენღაზი.

2011 წლის მარტში ლიბიის სამოქალაქო ომის დროს ცენტრალური ბანკის დირექტორი ფარათ ბენგდარა გადავიდა აჯანყებულების მხარეს და გაყინა აქტივები რითიც კადაფის რეჟიმისთვის ფინანსური რესურსები მიუწვდომელი გახადა.[1] 2011 წლის სექტემბრიდან ცენტრალური ბანკის დირექტორის პოზიცია უკავია გაზემ აზოს.[2]

ცენტრალური ბანკი ფუნქციონიერბს 1956 წლის 1 აპრილიდან. მან ჩაანაცვლა 1951 წელს ლიბიის ეკონომიკის განვითარებისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილი ლიბიის სავალუტო კომიტეტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FT interview dated 17 May 2011 here
  2. Birsel, Robert (1 September 2011). „Dinars from heaven as Britain flies banknotes to Libya“. Reuters UK. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 18 September 2011.