ლიბია-ჩადის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბია-ჩადის კონფლიქტი
თარიღი 1978-1987
მდებარეობა ჩადი
შედეგი ჩადის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ჩადმა კონტროლი დააწესა აუზუს ზოლზე.
მხარეები
ლიბიის დროშა ლიბია
ჩადის დროშა FROLINAT
ჩადის დროშაეეგმ
ჩადის დროშა ჩადი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ზაირი
მეთაურები
ლიბიის დროშა მუამარ კადაფი
ჩადის დროშა გუკუნი უედეი
ჩადის დროშა ჰისენ ჰაბრე
ძალები
30 000 40 000 - 50 000
დანაკარგები
600-700 დაღუპული
1000 დაჭრილი
950 დაღუპული

ლიბია-ჩადის კონფლიქტი — სამხედრო-საომარი მოქმედება ჩადის ტერიტორიაზე 1978-1987 წლებში, რომელშიც ჩართული იყო ლიბიისა და საფრანგეთის არმიები, ჩადის სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების სამხედრო ძალები.

ლიბია 1978 წლამდეც ერეოდა ჩადის საშინაო საქმეებში, აქტიური ჩარევა განახორციელა პირველი სამოქალაქო ომში, რომლის განმავლობაშიც ოთხჯერ მოახდინა ჩადის ინტერვენცია: 1978, 1979, 1980-1981 და 1983-1987 წლებში. ყველა შემთხვევაში მუამარ კადაფი მხარს უჭერდა ერთი მხრივ სამოქლაქო ომს, მეორე მხრივ სამოქალაქო ომის მეორე მხარეს მდგომ საფრანგეთს. 1981 წელს გამოაცხადა ლიბიისა და ჩადის გაერთიანება[1], რომელიც რეალურად არ განხორციელებულა.

1978 წელს ლიბიამ მიაწოდა იარაღი და საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა გამოუცხადა ჩადში თავის მოკავშირეებს. ამ ტაქტიკით მოქმედებდა მთელი კონფლიქტის განმავლობაში, სიტუაცია შეიცვალა 1986 წელს, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთით ჩადის ყველა დაჯგუფება გაერთიანდა ლიბიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ[2].

ომის უკანასკნელ ფაზაში, რომელსაც ეწოდება ტოიოტის ომი, ლიბიის ძალები დამარცხდნენ და განდევნეს ჩადიდან.

თავდაპირველი მოტივაცია, რის გამოც კადაფი ჩაერია ჩადის საშინაო საქმეებში იყო, ჩადს და ლიბიას შორის მდებარე ვიზწრო აუზუს ზოლის დაბრუნების მცდელობა, რომელზეც ლიბია აცხადებდა პრეტენზიას. აუზუს ზოლი საფრანგეთის კოლონიალური კოლონიის დაშლის შემდეგ გადაეცა ჩადს. გარდა ამისა, ჯამახირიის იდეა ითვალისწინებდა მთელი არაბული სამყაროს გაერთიანებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azevedo, Mario J. (1998). Roots of Violence: A History of War in Chad. Routledge. ISBN 90-5699-582-0. 
  • Brandily, Monique (December, 1984). „Le Tchad face nord 1978-1979“ (PDF). Politique Africaine (16): 45–65. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Brecher, Michael & Wilkenfeld, Jonathan (1997). A Study in Crisis. University of Michigan Press. ISBN 0-472-10806-9. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]