ლიბანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბანის ქედი
ლიბანის ქედის სატელიტური ფოტოსურათი
ლიბანის ქედის სატელიტური ფოტოსურათი
კოორდინატები: 34°18′ ჩ. გ. 36°07′ ა. გ. / 34.300° ჩ. გ. 36.117° ა. გ. / 34.300; 36.117
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
უმაღლესი წერტილი კურნათ-ელ-საუდა
სიმაღლე 3088 
სიგრძე 170 კმ
სიგანე 10-55 კმ
ლიბანის ქედი — ლიბანი
ლიბანის ქედი

ლიბანის ქედი, ჯებელ-ლუბნანი (არაბ. جبل لبنان) — ქედი ლიბანის რესპუბლიკაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივ 170 კმ-ზე. სიგანე 10-55 კმ. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბეკაის ღრმული. მაქსიმალური სიმაღლე 3088 მ (მთა კურნათ-ელ-საუდა). მნიშვნელოვანია აგრეთვე მთა სანინი (2628 მ). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით, ჩრდილოეთით — ბაზალტებით. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. ქედის დასავლეთ კალთაზე წელიწადში 1000 მმ ნალექი მოდის, აღმოსავლეთ კალთა უფრო მშრალია. გაბატონებულია მაკვისი და ფრიგანა. ზოგან მუხის, ალეპოს ფიჭვის, ნეკერჩხლისა და ლიბანის კედრის კორომებია. ლიბანის ქედის დასავლეთ კალთაზეა კარსტული მღვიმე ჯეიტა. მაღალ მწვერვალებზე თოვლი წელიწადში 6 თვე დევს. ლიბანის ქედის აღმოსავლეთით გადაჭიმულია ანტილიბანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]