ლია ელიავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიავა.
ლია ელიავა
ლია ელიავა.jpg
დაბ. სახელი ლია ელიავა
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო, სსრკ
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1934
გარდ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1998
თბილისი, საქართველო
წლები 1956 - 1998

ლია შალვას ასული ელიავა (დ. 28 მაისი, 1934, თბილისი ― გ. 8 ოქტომბერი, 1998, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1975).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.

ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]