ლიაოდუნის ყურე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლიაოდუნის ყურე — ყურე ყვითელ ზღვაში, აზიის კონტინენტსა და ლიაოდუნის ნახევარკუნძულს შორის. ხმელეთში შეჭრილია 220 კმ-ზე. სიგანე შესასვლელთან 175 კმ, სიღრმე 10-15 მ. ზამთრში ნაპირებთან ჩნდება მცურავი ყინული. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია, სამაღლე 4,4 მ. ყურეში მდებარეობს ნავსადგური ინქოუ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 212, თბ., 1983.