ლიანკურის კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიანკურის კუნძულები
მშობ. სახელი: იაპონ. 竹島, ტაკეშიმა, კორ. 독도?
Liancourt Rocks Map ka.svg
ლიანკურის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2
კუნძულების ფოტოსურათი, ფოტოსურათის მარცხენა ნაწილში ჩანს შუქურა.

ლიანკურის კუნძულები (იაპონ. 竹島, ტაკეშიმა - ბამბუკის კუნძულები, კორ. 독도?, ტოკტო;) — იაპონიის ზღვის დასავლეთით მდებარე მცირე კუნძულთა ჯგუფი. კუნძულები მდებარეობენ ჩრდილოეთი განედის 37°14′30" და აღმოსავლეთი განედის 131°52′გრადუსებს შორის. სუვერენიტეტი კუნძულებზე დავის საგანია იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას შორის.[1]. მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ კუნძულებს სამხრეთი კორეა მართავს.[2]

იაპონიაში კუნძულების სახელი არის ტაკეშიმა (იაპონურად 竹島, ბამბუკის კუნძულები), კორეაში კი - ტოკტო (독도/獨島[3], განშორებული კუნძულები). ინგლისურად კუნძულებს ეწოდებათ ლიანკურის კლდეები (ინგლ. Liancourt Rocks). სახელწოდება "ლიანკური" წარმოიშვა ფრანგული ვეშაპმჭერი გემის სახელწოდებიდან - «Le Liancourt». სწორედ ამ გემის ეკიპაჟის წევრები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც აღმოაჩინეს კუნძულები და დაიტანეს ისინი რუკაზე 1849 წელს. რუსეთში კუნძულები იყვნენ ცნობილი «მენელაისა» და «ოლივუცის» სახელებით, XIX საუკუნის რუსული კორვეტის პატივსაცემად.

ლიანკურის კუნძულები შედგებიან ორი დიდი და 35 მცირე კუნძული-კლდისგან. კუნძულების სრული ფართობი შეადგენს 187450 მ². კუნძულების უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს 169 მეტრის სიმაღლეზე.[4] კუნძულებს არ გააჩნიათ მუდმივი მოსახლეობა, გარდა მცირე კორეული პოლიციური დანაყოფისა, კუნძულის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებისა და შუქურის მომსახურე პერსონალისა.[5]

ადმინისტრაციულად იაპონია კუნძულებს პრეფექტურა სიმანეს ქალაქ ოკინოსიმას ნაწილად მიიჩნევს, ხოლო კორეა - მაზრ ულინის ნაწილად. [6]).

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Charles Scanlon «South Koreans vent fury at Japan» BBC Online, 18 March 2005
  2. «Liancourt Rocks / Takeshima / Dokdo / Tokto», Globalsecurity
  3. არსებობს სახელწოდების რომანიზაციის რამდენიმე სახელი — Dokdo,Tokto,Tokdo, Dokto
  4. Korea.net (1999—2006). Dokdo: A Profile. Retrieved 9 January, 2006.
  5. Korea.net (1999—2006). Dokdo: Inhabitants and Visitors. Retrieved 9 January, 2006.
  6. Корейские географические названия. Сеульский вестник