ლიანკიუე (ტბა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლიანკიუე | |
|---|---|
| Llanquihue | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | პატაგონია, |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 51 მ მ |
| ფართობი | 740 კმ² |
| მოცულობა | 158.6 კმ³ |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 197 კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 108 მ |
| გამომდინარე მდინარე | მაულინი |
ლიანკიუე (ესპ. Llanquihue) – ტბა ჩილეში. მდებარეობს ლოს-ლაგოსის რეგიონის ლიანკიუეს პროვინციაში.
ტბა მდებარეობს ცენტრალური ჩილეს სამხრეთ ნაწილში. ანდების დასავლეთ მთისწინეთის კალთებზე. ზღვის დონიდან 51 მეტრზე. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ვულკანები ოსორნო (სიმაღლე 2652 მ) და კალბუკო (2003 მ). ლიანკიუეს ტბა მყინვარული წარმოშობისაა. ფართობი 740 კმ². უდიდესი სიღრმე 108 მ.
ტბის ნაპირზე მდებარეობს ქალაქები: პუერტო-ვარასი (Puerto Varas), პუერტო-ოკტაი (Puerto Octay) და ფრუტილიარი (Frutillar).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||