ლეპიდოდენდრონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეპიდოდენდრონი (ბერძნ. lepis „ქერცლი“ და dendron „ხე“), ამომწყდარი ხემცენარეთა გვარი ლეპიდოდენდრონისებრთა ოჯახისა. მათი სწორმდგომი ღეროს სიმაღლე 20-30 მ და სისქე 2 მ აღწევდა, ძლიერ დატოტვილი ვარჯი ჰქონდა. ღერო შედგებოდა მერქნისა და სქელი ქერქისაგან, რომელიც დაფარული იყო სპირალურ მწკრივებად განლაგებული ე. წ. ბალიშებით. იგი ნიადაგშიც იტოტებოდა და წარმოქმნიდა სტიგმარიებს, რომლებიდანაც მძლავრი ფესვები გამოდიოდა. ლეპიდოდენდრონი გავრცელებული იყო ევრამერიკულ და კატაზიურ პალეოფლორისტულ ოლქებში, კარბონულ და პერმულ პერიოდებში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 196, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე