ლეოპოლდ მოცარტი
იოჰან გეორგ ლეოპლდ მოცარტი (გერმ. Leopold Mozart; დ. 14 ნოემბერი 1719, აუგსბურგი — გ. 28 მაისი, 1787) ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი, ავტორი ვიოლინოზე სწავლის წიგნის „Versuch einer gründlichen Violinschule“. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა და მასწავლებელი. დიდი გავლენა იქონია მის მუსიკალურ განვითარებაზე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლეოპოლდ მოცარტი დაიბადა წიგნების მკინძავის ოჯახში. იყო იოჰან გეორგ მოცარტის (1679-1736), და მისი მეორე ცოლის - ანა მარია სულზერის (1696-1766) ოჯახში. სწავლობდა თეოლოგიას ზალცბურგის ინსტიტუტში, თუმცა ყოველთვის იტაცებდა მუსიკა და 1740 წელს გახდა პროფესიონალი მევიოლინე.
[რედაქტირება] ოჯახი
1747 წელს დაქორწინდა ანა მარია პერტლზე. მათ ეყოლათ 7 ბავშვი რომლიდანაც მხოლოდ 2 დარჩა ცოცხალი: მარია ანა ვალბურგა იგნატია მოცარტი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ორივე ბავშვი პატარობიდან მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა რომლებიც შემდეგ განთქმული მუსიკოსები გახდნენ.
|
|||||||||||
სტატიის