ლეოპოლდ კრონეკერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეოპოლდ კრონეკერი

ლეოპოლდ კრონეკერი (დ. 7 დეკემბერი, 1823, ლიგნიცი,პრუსია (ახლანდელი ლეგნიცა, პოლონეთი) — გ. 29 დეკემბერი, 1891, ბერლინი), გერმანელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი. ეკუთვნის შრომები რიცხვთა თეორიაში და ალგებრაში.

ლეოპოლდ კრონეკერი მიიჩნევდა, რომ მათემატიკური ანალიზისა და არითმეტიკის ბაზისად მთელი რიცხვები უნდა ყოფილიყო აღებული. მას ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა: "ღმერთმა შექმნა ნატურალური რიცხვები, ადამიანმა კი ყოველივე დანარჩენი".