ლეოპოლდ I (შტაიერმარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეოპოლდ I იგივე „ლიუტპოლდ ძლიერი“ (გერმ. Leopold I.; Liutpold der Starke; დ. ??? — გ. 24 ოქტომბერი 1129) — შტაიერმარკის მარკგრაფის ოტოკარ II-ის ვაჟი და მემკვიდრე. იგი იყო ტრანგაუელთა დინასტიის წარმომადგენელი.

ლეოპოლდ I-მა 1129 წელს გრაცის მახლობლად დააარსა ავსტრიის უძველესი რაინის ცისტერციანელთა მონასტერი. მისი მეუღლე იყო ბავარიელი პრინცესა სოფი, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე ოტოკარ III.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]