ლეონიდ ჰურვიცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდ ჰურვიცი

ლეონიდ ჰურვიცი (ინგლ. Leonid Hurwicz; დ. 21 აგვისტო, 1917, მოსკოვი - გ. 24 ივნისი, 2008, მინეაპოლისი) — ამერიკელი ეკონომისტი, მინესოტას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მუშაობდა კოულზის კომისიაში. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში 2007 წელს.

დაიბადა მოსკოვში ოქტომბრის რევოლუციამდე ორი თვით ადრე ებრაულ ოჯახში. ოჯახმა მოსკოვი 1919 წელს დატოვა და პოლონეთში გადასახლდა. 1939 წელს ვარშავის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გაემგზავრა სასწავლებლად. 1939 წელს ჟენევაში გადავიდა, თუმცა რამდენიმე თვეში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მისი ოჯახსი ომს ვარშავაში გაექცა და ოსვენციმში დაიღუპა. თავად მცირე ხანი შვეიცარიაში, შემდეგ კი პორტუგალიაში დაჰყო, მოგვიანებით კი აშშ-ში გაემგზავრა.

ეკონომიკის საზოგადოების პრეზიდენტი (1969); ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებების აკადემიის აკადემიკოსი (1965-დან). დაჯილდოებულია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო მედალით (1990).