ლეონიდე ბოკერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2019

ლეონიდე ანტონის ძე ბოკერია (დ. 21 დეკემბერი, 1939, ოჩამჩირე) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975), რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1994), მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი (1994-იდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი. 1968 წლიდან იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1974 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ჰიპერბარული ოქსიგენაციის დაბორატორიის ხელმძღვანელი. ჰიპერბარული ოქსიგენაციის შესწავლისა და ამ მეთოდის ქირურგიაში დანერგვისათვის ვლადიმერ ბურაკოვსკისთან და ვ. ბუხარინთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1976).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]