ლეონიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stamp of Ukraine s234.jpg

ლეონიდები — ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი მეტეორთა ნაკადი, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის თვეში ჩნდება ლომის თანავარსკვლავედის მხრიდან.

ეს მეტეორული ნაკადი წარმოიშვება კომეტა ტემპელ-ტუტლის მასალის გამოდინებით, რომელიც 33 წელში ერთხელ უახლოვდება დედამიწას. უწვრილესი ნაწილაკები რომლებიც იწვიან დედამიწის ატმოსფეროსთან დაჯახებით წარმოქმნიან მეტეორთა წვიმას. პირველად ის "გადმოედინება" დიდ ძალით, ხოლო დროთა განმავლობაში მისი ძალა იკლებს.

ბოლო ძლიერი მეტეორული წვიმა იყო 1966 წელს, როდესაც ყოველ საათს დედამიწის ატმოსფეროში იწვოდა 150 ათასამდე მეტეორი. მოსალოდნელია რომ შემდეგი ძლიერი მეტეორული წვიმა იქნება 2099 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]