ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლეონიდე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
Leonid Oqropirize.jpg
მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე)

ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

საერო სახელი ლონგინოზ ოქროპირიძე
დაიბადა 1860
გარდაიცვალა 1921
რელიგია ქრისტიანობა

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) (დ. 1860 ― გ. 1921) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წლებში.

1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის , იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1918-იდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი. მას ეკუთვნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხებზე შექმნილი არაერთი ნაშრომი.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]



წინამორბედი:
კირიონ_II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1918-1921
შემდეგი:
ამბროსი